GREEN ENERGY 14 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს

GREEN ENERGY 14 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს

access_time2021-06-03 15:40:00

Green Energy 14 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. საუბარია დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინესტიციაზე, რომელიც ქვემო ქართლში განხორციელდება. პროექტი თითქმის მზად არის, მოძიებულია ფინანსებიც და კომპანია ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ნებართვისთვის ივნისის ბოლომდე მიმართავს.


Green Energy-ში ფიქრობენ, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გაჭიანურების გარეშე პროექტის დასრულებას 2022 წლის ბოლომდე შეძლებენ.


“Green energy დღეს თავისთვის აპროექტებს, 14 მეგავატიან სადგურს. მომზადების სტადიაში ვართ, შერჩეული გვაქვს კონკრეტული მიწის ტერიტორიაც ქვემო ქართლში და სადღაც 2 კვირაში უკვე მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს. ვფიქრობთ თუ ბიუროკრატიული პროცესები არ შეგვაფერხებს 2022 წლის ბოლოსთვის შევძლებთ პროექტის დასრულება. მოძიებული გვაქვს ფინანსები, პარტნიორი კომპანიები, ყველა მხრიდან არის მზაობა და იმედი გვაქვს, რომ სამინისტროც არ შეგვაფერხებს. მიწის ღირებულების გარეშე დაახლოებით 7 მილიონი დოლარია ინვესტიცია პირველ ეტაპზე. პირველ ეტაპზე ტერიტორია, რომელზეც მშენებლობას ვგეგმავთ ასევე მიერთების წერტილები, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სადგურის სიმძლავრე დროთა განმავლობაში 50 მეგავატამდე გავზარდოთ. როგორც უკვე ვთქვი გვინდა, რომ პროექტი დავასრულოთ 2022 წლის ბოლომდე როცა უკვე შეგვეძლება ენერგეტიკულ ბირჟაზე ვივაჭროთ“, - აცხადებს Green energy-ს დამფუძნებელი დავით შვანგირაძე.



აღსანიშნავია, რომ მზის პანელებზე მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს გადასცდა. ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს ინფორმაციით, სექტორი გაჯანსაღებას აგრძელებს და მოლოდინები მომდევნო წლებისთვის უფრო პოზიტიურია. როგორც ირკვევა, მოთხოვნის დიდი ნაწილი საწარმოებზე მოდის. მათივე ინფორმაციით, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე პანელების მონტაჟისგან დროებით თავს იკავებენ HoReCa სექტორში.


„გავძელით, გადავლახეთ 2020 წელი. დღეს საკმაოდ პოზიტიური ციფრები გვაქვს. უკვე მიმდინარე პროექტები რაც დავაპროექტეთ არის დაახლოებით 6 მეგავატი აქედან ხელშეკრულების ეტაპზე არის 3 მეგავატზე მეტი. ეს გვაჩვენებს, რომ ბაზარზე გამოცოცხლება შეინიშნება. მეტიც მზარდია მოთხოვნის ტენდენცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიამდე მოთხოვნა პანდემიამდე ძირითადად ჰორეკა სექტორისგან მოდიოდა და დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის განულებულია ტურიზმის აღდგენის შემდეგ შეკვეთების რიცხვი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ფასებს. მთელს მსოფლიოში მზის პანელები გაძვირებულია. ჯერჯერობით ჩვენ მოგების მარჯის შემცირების ხარჯზე ფასების გაზრდა არ დაგვიწყია და იმედი გვაქვს, რომ კურსის გამყარების შემთხვევაში ეს ასეც დარჩება“,- აღნიშნა დავით შვანგირაძემ.


Green Energy ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და ამ დრომდე მისი დადგმული ჯამური სიმძლავრე, რომელიც ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული 1 მეგავატს აღემატება. წლის ბოლომდე ეს რიცხვი 3 მეგავატამდე გაიზრდება.


business-partner.ge


თეგები:
GREEN ENERGY



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up