გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ საქართველოს სატრანზიტო დერეფანი იყოს კონკურენტუნარიანი - ლევან დავითაშვილი

გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ საქართველოს სატრანზიტო დერეფანი იყოს კონკურენტუნარიანი - ლევან დავითაშვილი

access_time2022-11-18 11:23:44

მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ გაზრდილი ტვირთნაკადი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ სრულად დერეფანი იყოს კონკურენტუნარიანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ სტუმრობისას აღნიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაზე მეტმა ტვირთმა გაიაროს და ამისთვის მოლაპარაკებები პარტნიორ სახელმწიფოებთან ინტენსიურად მიმდინარეობს.


„აქ ერთი ქვეყნის ძალისხმევა საკმარისი ვერასოდეს ვერ იქნება. ტვირთი მთელს დერეფანში კონკურენტუნარიან ტარიფებში რომ გადაადგილდეს. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა. ყველა ქვეყნის მხრიდან მიდის მუშაობა, რომ გაუმჯობესდეს ფიზიკური ინფრასტრუქტურა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გაუმჯობესდეს ადმინისტრირება დერეფანში“, - განაცხადა მინისტრმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წელი აქტივობის თვალსაზრისით გამორჩეულია.



„გადაზიდვები ქვეყანაში გაზრდილია. ზოგადად დერეფანშია გაზრდილი. მოვახერხეთ ის, რომ რკინიგზის აქტიური მუშაობით საქართველოს რკინიგზაზე დავაბრუნეთ, მათ შორის ყაზახური ნავთობი. საქართველოში 1,5 მლნ ტონა ნავთობის და 700 ტონა მაზუთის გადაზიდვა უკვე მოხდა. მომავალ წელს ამ რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ეს მხოლოდ რკინიგზით.
ცენტრალური აზია ძალიან საინტერესო წყაროა, სხვადასხვა პროდუქტის. ეს არის მათ შორის ქიმური პროდუქტების, ნავთობპროდუქტების და ასე შემდეგ. თურქმენული ნავთობი უკვე წლებია დაბრუნდა ჩვენს დერეფანში. მომავალი წლისთვის დამატებით 600 ათასი ტონა თურქმენული ნავთობი გადაზიდვა იგეგმება. ეს მიმართულება მზარდია ცალსახად. მილსადენების ოპტიმალური გამოყენება, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიხილავთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს დერეფანი უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოსთვის და არამხოლოდ ევროკავშირისთვის.


„უფრო და უფრო მეტი ინტერესია ინვესტორების მხრიდან. საქართველო ყოველთვის აცხადებდა, რომ იქნებოდა საიმედო პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოების, საიმედო ალტერნატიული მარშრუტი ტვირთების და ერთ-ერთი უმოკლესი გზა ევროპის და აზიის დაკავშირების. ამაზე აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა და ჩვენი ეკონომიკური ხედვა ყოველთვის ამას ეფუძნებოდა, თუმცა ინტერესი იყო ნაკლები. მაგრამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ დააჩქარა პროცესები, ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია და კონკრეტულ გეგმებსა და გადაწყვეტებზე მიდის ეხლა საუბარი. მიმდინარე“, - ამბობს დავითაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up