GRASS:  ბიუჯეტის ხარჯების ზრდის შემზღუდველი ნორმა უქმდება, რაც ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციას ეწინააღმდეგება

GRASS: ბიუჯეტის ხარჯების ზრდის შემზღუდველი ნორმა უქმდება, რაც ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციას ეწინააღმდეგება

access_time2018-10-23 09:34:42

 „ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ ბიუჯეტის ხარჯების ზრდის შემზღუდველი ნორმა უქმდება,  რაც ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციას ეწინააღმდეგება,  ამის შესახებ  საქართველოს რეფორმების ასოციაციის კვლევაშია ნათქვამი. 


GRASS-მა ამ თემა ზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთვაზობთ:


საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) კვლევამ აჩვენა, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები მთავრობის ზომის ზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ გაცხადებულ პოზიციას ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციის დანერგვის შესახებ.



საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში (იგივე „თავისუფლების აქტი“) შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე დღეს არსებული ზღვრების და ამ ზღვრების შესრულების ანგარიშების ნორმების ცვლილება/დაზუსტებას გულისხმობს.



კერძოდ, უქმდება ბიუჯეტის ხარჯების შემზღუდველი საკანონმდებლო ნორმა, რაც გულისხმობს მშპ-სთან შეფარდებით ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის 30%-იანი ზედა ზღვრის ამოღებას. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან, ამ კანონის ამოქმედებიდან ყოველ მომდევნო წელს, არსებული 30%-იანი ზღვარი დაირღვა.
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონიდან ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის 30%-იანი ზღვრის გაუქმება ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რიტორიკის დონეზე გაცხადებულ ე.წ. „მცირე მთავრობის“ იდეას ეწინააღმდეგება. მთავრობის ზომა სწორედ ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფარდობითი მაჩვენებელია.


„ეკონომიკური თავისუფლების აქტით“ დაწესებული ზღვრების ამოცანა სწორედ მთავრობის ზომის ზრდის საკანონმდებლო შეზღუდვაა. აღნიშნული კანონის ცვლილების პროექტით იმ პარამეტრზე დაწესებული საკანონმდებლო ზღვრის გაუქმება ხდება, რაც უშუალოდ მთავრობის ზომის ზრდას ზღუდავს.



შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ფისკალური მდგრადობისთვის საჭიროა არსებობდეს ბიუჯეტის გადასახდელების შემზღუდველი ნორმები და ხელისუფლებამ ასეთი საკანონმდებლო ვალდებულების გაუქმებისგან თავი უნდა შეიკავოს.



გარდა ზემოთ აღნიშნულისა, წამოდგენილი კანონპროექტი ბიუჯეტის სხვა მაჩვენებლებზე არსებული წესების ცვლილებას მოიცავს:



• მშპ-სთან შეფარდებით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზედა ზღვარი ნარჩუნდება, თუმცა იცვლება ბიუჯეტის სახე. ნაცვლად ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტისა, 3%-იანი ზედა ზღვარი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტზე გავრცელდება.


• მშპ-სთან შეფარდებით სახელმწიფო ვალის 60%-იანი ზედა ზღვარი ნარჩუნდება, თუმცა კანონით დაწესებული ზღვრის მიზნებისთვის სახელმწიფო ვალში არ ჩაითვლება ეროვნული ბანკის ვალდებულები.


ამრიგად, სახელმწიფო ვალზე დაწესებული ზედა ზღვარი ირიბად იზრდება.
სრული კვლევა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/fmUCPt


თეგები:
GRASS ბიუჯეტი



„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...


მსგავსი სიახლეები

up