„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

access_time2020-02-22 09:30:25

რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც.


ვახტანგ ცაბაძე ზრდას ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს,რომ რეფორმას ერთჯერადი ეფექტი ჰქონდა და ბაზარზე მკვეთრი ზრდა მომავალში აღარ იქნება.


საქართველოში  2019 წელს კომპანია „გრანთ თორთონს“ 40%-იანი ზრდა ჰქონდა. ზრდის ძირითადი მიზეზი სწორედ რეგულაციებია და არსებული სიახლეები ამ მიმართულებით. 2019 წელს კანონმდებლობით, სავალდებულო გახდა აუდიტის ჩატარება.უნდა ითქვას ისიც,რომ  რეფორმას ერთჯერადი ეფექტი ჰქონდა, მკვეთრი ზრდა ამ ბაზარზე მომავალში აღარ იქნება, მოხდება მხოლოდ კომპანიებს შორის მომხარებლების გადანაწილება. მეორე მხრივ,რეგულაციებმა ნეგატიურად იმოქმედა ბიზნესზე,რომლიც შემდგომ აუდიტორული კომპანიების მომხმარებელი უნდა გახდეს, ბიზნესს კი არ უყვარს რეგულაციები- ამბობს ვახტანგ ცაბაძე.


მან გადაცემაში ასევე ისაუბრა კომპანიის მთავარ სამიზნე ჯგუფებზე. ვახტანგ ცაბაძის თქმით, აუდიტის მიმართულებით კომპანიის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მსხვილი და საშუალო ბიზნესი; ბუღალტრული მომსახურებისა და აუთსორსინგის მიმართულებით კომპანია მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს. რაც შეეხება საკონსულტაციო მიმართულებას, ვახტანგ ცაბაძის თქმით, კომპანიის სამიზნე მიმართულება  მსხვილი კომპანიები იქნება.


ვახტანგ ცაბაძებ გადაცემაში ისაუბრა გლობალური ქსელის მთავარ მიმართულებებზე და აღნიშნა,რომ ქსელისთვის 2019 რეკორდული წელი იყო.



მოგებამ 5,720 მილიარდი შეადგინა. ჯამში 5%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ზოგიერთ მიმართულებაზე ეს ციფრი 8 - 12 %-ია, დაფიქსირებულია 20%-იანი ზრდაც. მოლოდინი ნამდვილად გვქონდა,რომ მოგება გაიზრდებოდა, ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ქსელის დიდი ფოკუსი მზარდ საშუალო ბიზნესზე, რაც ნამდვილად სწორი გათვლა აღმოჩნდა. ადგილობრივ მაგალითზე ყველაზე დიდი ზრდა აუთსორსინგმა აჩვენა. გლობალური ზრდის მიხედვით თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ყველაზე დიდი,, 8%-იანი ზრდა ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებას აქვს, შემდეგია 6%-ით საგადასახადო მიმართულება და ბოლოს აუდიტი,- აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.


ვახტანგ ცაბაძემ გადაცემაში აღნიშნა,რომ კომპანია 2020 წლისთვის გააგრძელებს თანამშრომლებისთვის საერთაშორისო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას.


ჩვენი მიზანი შემოსავლების ზრდა არ უნდა იყოს. მთავარია ის, რისთვისაც ვართ ყველანი ამ ბიზნესში, ეს გახლავთ პროფესიული ბიზნესი. აქცენტი ხარისხზეა და საინტერესო საქმის კეთებაზე, რასაც ბუნებრივია, თან შემოსავლების ზრდაც მოჰყვება. 2020 წელი გვინდა რომ ზრდის წელი იყოს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლების გაშვებას გლობალურ ქსელებში ,მაგალითად, შვედეთის ან დიდი ბრიტანეთის ფილიალებში, რათა მათ მიიღონ პრაქტიკა და გამოცდილება, რაც ჩვენთვის არის ღირებული რესურსი და გზა,გავზარდოთ კომპეტენცია ადგილობრივ ბაზარზე.


ბათუმში გავხსენით ოფისი. ბათუმი და აჭარა არის დინამიური, განვითარებადი რეგიონი. ამ დროისთვის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, გვაქვს სურვილი,რომ 2020 წლისთვის ბათუმის ფილიალი დატვირთულად და აქტიურად მუშაობდეს,-
ამბობს ვახტანგ ცაბაძე.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up