გრანთ თორნთონს და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის მნიშვნელოვან  თანამშორმლობას ჩაეყარა საფუძველი

გრანთ თორნთონს და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის მნიშვნელოვან თანამშორმლობას ჩაეყარა საფუძველი

access_time2022-05-31 16:55:44

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონი აგრძელებს უნივერსიტეტებთან ინტენსიურ კოლაბორაციას და ამჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (სეუ) გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ და შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს  ვიცე-რექტორმა აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძემ. 



ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 31 მაისს მოეწერა ხელი და  შეთანხმების ფარგლებში გრანთ თორნთონი მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის ბიზნესა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება-გაუმჯობესებაში და  უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებაში;  უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიის თანამშრომლობის მსგავსი მოდელი დიდ შესაძლებლობას ქმნის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად. გრანთ თორნთონი სეუ-ს სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს სემესტრულად ე.წ. Bootcamp-ის ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები გაივლიან ერთთვიან პროგრამას კომპანიის კონკრეტულ დეპარტამენტში, რომ მიიღონ ინფორმაცია ბიზნესის მართვის პრაქტიკულ ასპექტებზე. აღნიშნული გამოცდილება მაქსიმალურად გაზრდის სტუდენტების კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. 



სტუდენტებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გრანთ თორნთონის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს სტაჟირების შესაძლებლობები,  დარგობრივი მიმართულებებები და გაუზიარეს პრაქტიკული რეკომენდაციები კარიერულ დაგეგმვასთან დაკავშირებით. გრანთ თორნთონს და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სტაჟირება და დაიკავონ გრანთ თორნთონში არსებული ვაკანტური პოზიციები.



როგორც ჩვენთან საუბრისას გრანთ თორნთონის მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  საგანმანათლებლო სფეროში კომერციული სექტორის აქტიური ჩართულობა, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას.



- “განათლება ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია. გრანთ თორნთონმა 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყო კამპანია, სახელწოდებით „Be a Changemaker”, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის გადაცემა როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი პირებისთვის. კამპანიის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ბიზნესის მართვისა და მეწარმეობის თავისებურებებთან დაკავშირებით ახალგაზრდებში, რაც გულისხმობს აკადემიური ღონისძიებების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას სკოლებში და სხვადასხვა საგანამანათლებლო დაწესებულებებში. ამიტომ მგონია, რომ ასეთი თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან არის ჩვენი წვლილის შეტანა ქვეყნის მომავლის გაუმჯობესებაში. უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტაჟირებისას მიღებული პრაქტიკული გამოცდილება აუცილებლად დაეხმარება მონდომებულ ახალგაზრდებს ბევრად უფრო სწრაფ პროფესიულ ზრდაში. ჩვენ კი, ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ ისეთი სასწავლო პროგრამების შექმნაში, რომლებიც ბიზნესის რეალური საჭიროებებისთვის მორგებულ ცოდნას მისცემს სტუდენტებს და შესაბამისად ბიზნესს მიაწვდის მეტად შესაფერისი მომზადების მქონე კადრებს” - განაცხადა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ.








შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს  ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძე



საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ,  საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან - დამსაქმებლებთან, მთლიანად პროგრამისა და განსაკუთრებით მისი ცალკეული კომპონენტის პრაქტიკული ნაწილის გაძლიერების მიზნით, რაც სტუდენტებსა და შედეგებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულს ხდის ჩვენს ძალისხმევას. 



ამჯერად, ასეთი თანამშრომლობის ინიციატივით მოგვევლინა კომპანია „გრანთ თორთონი“, რომელმაც გამოთქვა მზაობა საკუთარ თავზე აიღოს და კომპანიის რესურსების გამოყენებით მოახდინოს ინტეგრირება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის“  ზოგიერთი აკადემიური პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული სასწავლო კურსების შედეგების მიღწევაში. 



განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სეუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ  და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება „გრანთ თორთონში“, რაც მათთვის პროფესიული გამოცდილების დაგროვებისა და წარმატებული კარიერის ფორმირების საწინდარი იქნება. 



გრანთ თორნთონის შესახებ



გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობითმაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 62,000 თანამშრომელი, 140 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.


სეუ-ს შესახებ



საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 20-წლიანი ისტორიის მქონე, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია.



SEU- დაარსების დღიდან დაიწყო განვითარებაზე ზრუნვა. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა, სადაც სასწავლო პროცესში ძლიერი თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების სინთეზისა და ინტერნაციონალიზაციის გაღრმავების გზით უზრუნველყოფდა კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას ეროვნული და საერთაშორისო ბაზრებისათვის, ასევე, პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე სოციალურად პასუხისმგებელი პროფესიონალის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

უნივერსიტეტმა მოკლე დროში შეძლო მოეპოვებინა ნდობა და პოპულარობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში - თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის მონდომებით, სწავლების ეფექტური მეთოდების გამოყენებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და ინოვაციური მიდგომებით, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის SEU- სტუდენტებისთვის, ხოლო მის კურსდამთავრებულებს - დამსაქმებლებისათვის.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up