„გრანთ თორნთონი„: „10 წლის შემდეგ   საქართველოში  გენერაცია  2-ჯერ გაიზრდება„

„გრანთ თორნთონი„: „10 წლის შემდეგ საქართველოში გენერაცია 2-ჯერ გაიზრდება„

access_time2020-02-11 17:30:29

„გასულ წლებში ენერგეტიკის სექტორი მთლიან ინვესტიციებში მესამე ადგილს იკავებდა, 2019  წელს კი  პირველ ადგილზეა. 10 წლის შემდეგ   გენერაცია საქართველოში 2-ჯერ გაიზრდება“, -  ამის შესახებ „გრანთ თორნთონის„ ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი უსანეთაშვილმა, რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ განაცხადა.

 

მისი განცხადებით, ენერგეტიკა ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, ვინაიდან,  დარგში  წარმოებული პროდუქტის მომხმარებელია ყველა სხვა სექტორია. საქართველოში,როგორც შიდა მოხმარების დაკმაყოფილების,ისე ექსპორტის თვალსაზრისითაც დიდი პოტენციალი აქვს.

 

უსანეთაშვილის  ინფორმაციით, თუ ეკონომიკას შევხედავთ, მთლიანი მშპ-ს ჭრილში, ვნახავთ, რომ ენერგეტიკის სექტორს 8% უჭირავს, რაც გლობალურ ტრენდში ნორმალური მაჩვენებელია.მან გადაცემაში აღნიშნა,რომ  თბოსადგურებისა და განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგია 23%-ია, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების –77%–ს შეადგენს.

 

„საქართველოში 26 ათასი მდინარეა, აქედან 300 მდინარეს დიდი პოტენციალი აქვს და მათგან ნახევარი აუთვისებელია. რაოდენობის ჭრილში თუ გადავალთ, მათ დაახლოებით,20-25 ტერავატ/საათი ენერგიის გამომუშავება შეუძლიათ.2019 წლის პირველნახევარს თუ ავიღებთ ინვესტიციების კუთხით, ენერგეტიკა ლიდერია, მთლიან ინვესტიციებში წინა წლებში თუ მესამე ადგილს იკავებდა, წელს პირველ ადგილზეა. სექტორში ინვესტორის მხრიდან ინტერესი დიდია. საქართველოში კი ძალიან კარგი პირობებია ნებისმიერი ინვესტორისთვის,მათთვის ლიმიტები არ არსებობს, შემდეგი 10 წელი კი გარანტირებული შემოსავლები ექნებათ,“- აღნიშნავს გიორგი უსანეთაშვილი.

 


მან გადაცემაში ასევე ისაუბრა იმპორტის ზრდის მაჩვენებელზეც, მისი თქმით, 2017 წელს იმპორტი 2016 წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა, მოხმარების ზრდა კი  ტურიზმსა და მაინინგს უკავშირდება.  10 წლიანი გეგმის მიხედვით, როგორც გიორგი უსანეთაშვილი ამბობს, გენერაცია  2-ჯერ გაიზრდება.


„ დღეს თუ გვაქვს 4400 მგვტ სიმძლავრე, გახდება 8800მგვტ.  საინტერესო დეტალია განახლებადი წყაროების საკითხი,რომელიც ახლა 0,5%-ია და 10 წლის შემდეგ 10%-მდე მოიმატებს,“- ამბობს უსანეთაშვილი. მან რადიო „კომერსანტთან„ ასევე ისაუბრა საქართველოზე,როგორც ენერგეტიკულ ჰაბზე და არსებულ პერსპექტივებზე.


„ამ შემთხვევაში აქცენტი უფრო ენერგეტიკულ  ჰაბზე გვაქვს. ენერგორესურსების კუთხით უკვე არის პრეცედენტი, გაზსადენის, მილსადენის. გეოგრაფიულად კარგ ადგილას ვართ და ვაკავშირებთ რამდენიმე რეგიონს.  რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ჰაბი, ამისთვის ჩვენ ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელება გვჭირდება. უნდა გაფართოვდეს არსებული არხები,“- აღნიშნავს გიორგი უსანეთაშვილი.   

 

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ გრანთ თორნთონმა“ 2020 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. გიორგი უსანეთაშვილის თქმით, მომავალში  კომპანია სამედიცინო სფეროში დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით   საინტერესო კვლევას წარადგენს.

 

„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, 2020 წელს ვგეგმავთ საინტერესო სექტორების განხილვას. მარტის ბოლოს იგეგმება სამედიცინო სექტორის ანალიზი. სახელმწიფო აპირებს რეგულაციების დაწესებას, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო სერვისების ლიმიტირება მოხდება. საინტერესოა  ანალიზი იმისა, თუ რა ეფექტი ექნება ახალ რეგულაციას კერძო კლინიკაზე. ნიშნავს თუ არა ეს რეგულაცია იმას,რომ დაიწევს ხარისხი ან  ბაზრიდან გაქრება კერძო სექტორი?“- აღნიშნავს გიორგი უსანეთაშვილი.

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up