„გრანთ თორნთონი“ კორონოვირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვის ზრდით წარმოქმნილი რისკების საპასუხოდ, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

„გრანთ თორნთონი“ კორონოვირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვის ზრდით წარმოქმნილი რისკების საპასუხოდ, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

access_time2020-03-09 15:45:14

მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებული კორონოვირუსის (COVID-19) გამო, თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, კომპანიებს გარკვეული პრევენციული სამუშაოების გაწევა უწევთ.


„გრანთ თორნთონში“ თანამშრომლებისა და კლიენტების პერსონალის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. კორონოვირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვის ზრდით წარმოქმნილი რისკების საპასუხოდ, კომპანიამ გადაწყვიტა, შეძლებისდაგვარად, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს.


„მომავალი კვირის განმავლობაში, ჩვენი კომპანიის რამდენიმე დეპარტამენტის თანამშრომლები საკუთარი სახლებიდან იმუშავებენ, რითაც, ვფიქრობთ ხელს შეუწყობენ რისკების შემცირებას ჩვენი კომპანიისთვის და კლიენტებისათვის. სამუშაო პროცესის ცვლილება შეთანხმდა ყველა არსებულ კლიენტთან. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ფუნქციონირებას აგრძელებს, ყველა პროექტი გრძელდება და შეთანხმებული ვადები დაცული იქნება - იცვლება მხოლოდ პროცესის ორგანიზება“ - აღნიშნა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა, ბატონმა ვახტანგ ცაბაძემ ჩვენთან საუბრისას.



გლობალურად, გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის მიერ დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება და ბიზნეს მოგზაურობა გაუქმდა 1 ივნისამდე. ბიზნეს შეხვედრები და საჭირო ტრენინგები, დროებით, მხოლოდ დისტანციურად გაიმართება.


„ვფიქრობთ, რომ ამ მომენტისთვის, ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა ოდნავ გადაჭარბებული რეაქცია იყოს შექმნილ გარემოებაზე, თუმცა გვირჩევნია ახლა ვიყოთ ზედმეტად ფრთხილები, ვიდრე რაიმე რისკი შევუქმნათ ჩვენს კლიენტებსა და თანამშრომლებს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!“- აღნიშნა ბატონმა ვახტანგმა.


(R)




19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up