„გრანთ თორნთონი“ : „Doing Business-ის რეიტინგი უფრო მეტად არის სავიზიტო ბარათი,რომელსაც შინაარსობრივი მხარე არ გააჩნია

„გრანთ თორნთონი“ : „Doing Business-ის რეიტინგი უფრო მეტად არის სავიზიტო ბარათი,რომელსაც შინაარსობრივი მხარე არ გააჩნია

access_time2019-12-03 10:45:29

რადიოკომერსანტისგადაცემაშიჩემი აუდიტორიაუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაგრანთ თორნთონისპარტნიორმა პაატა შურღაიამ  Doing Business 2020-ზე  ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან თეა ლოლაძესთან ერთად ისაუბრა.

 

Doing Business 2020-ის რეიტინგის შესახებ რომ გვიამბოთ, გაზრდილია საერთო ქულების მოცულობა, რას მოიცავს ეს რეიტინგი?

-თეა ლოლაძე:  საქართველო ამ რეიტინგში მსოფლიო 190 ქვეყნებს შორის მე-7 ადგილზეა, ძალიან რთულია იყო ლიდერთა ათეულში, თან ამ პოზიციას  ბოლო 3 წლის განმავლობაში ინარჩუნებდე. ადგილის ცვლილება განპირობებულია იმით,რომ აშშ-მ გააუმჯობესა პოზიციები და ამაში დასაძრახი არ არის, საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით,რომელმაც არაერთი შრომა ჩადო, იმისთვის რომ წინ წასულიყო ქვეყანა. რეიტინგი 11 ძირითადი კრიტერიუმით ფასდება, საუბარია, ძალიან მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე, როგორიცაა, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივე, მშენებლობების ნებართვა, საგადასახადო ტვირთი, კრედიტის მიღება და ა.შ. საქართველოს არცერთ კომპონენტში არ აქვს ქულის გაუარესება, პირიქით, 5 კომპონენტში გვაქვს ქულის გაუმჯობესება და 5-ში უცვლელი.

 

- პრაქტიკაში  რეიტინგი რამდენად ასახავს რეალობას, როგორ შეაფასებთ ამ მაჩვენებელს, რამდენად გვაძლევს ის დამშვიდების საშუალებას?

-პაატა შურღაია: ჩემთვის პირადად, არსებული გარემოდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა ამ რეიტინგში მე-7 ადგილზე ვიქნებით, თუ მე-15-ზე. ხშირად, ჟურნალისტები და საზოგადოება აღნიშნავს,რომ დავწინაურდით, თუ პიცის ზომა გაიზარდა და ჩვენი ხვედრითი წილი იგივე დარჩა, გამოდის რომ ის ვართ,რაც გასულ წელს ვიყავით.  ჩვენ უნდა გავზომოთ იმ მასშტაბებით,რომელიც მოცემული გვაქვს.

-თეა ლოლაძე: არამხოლოდ Doing Business-ის, არამედ სხვა რეიტინგებშიც მოწინავე ადგილს ვიკავებთ. ეს რეიტინგები ეყრდნობა არამხოლოდ ციფრებს, არამედ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ სიტუაციას, პროცედურებსა და კანონებს, რეგულაციებს. ეს რეიტინგები  ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მთელ ციკლს არასახვს. მსოფლიო ბანკი 190 ქვეყანას სთავაზობს თავის მეთოდოლოგიას საუკეთესო რეფორმების გატარების შესაძლებლობის თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობა ამ რეფორმების ციკლს თუ არ მიჰყვება, მიიღებს უკუსვლას. ჩვენ მსოფლიოს მაჯისცემაზე გვიდევს ხელი და ვცდილობთ დავნერგოთ ის რეფორმები,რომლებიც ძალიან კარგია ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი  კარგია,  გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან და ეკონომიკური ზომიდან გამომდინარე საკმაოდ, კარგი მაჩვენებელია. საქართველოს მთავრობა ბიზნესის წასახალისებას  მხარს უჭერს. ჩვენთან დარეგისტრირების პროცედურა საკმაოდ მარტივია, თუ ბიზნესმა არ დაიწყო სწრაფად ფუნქციონირება, ნაკლებად უნდა ველოდოთ მისგან სიკეთეებს. ამ მიმართულებით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა. მხოლოდ ახალი ზელანდია გვისწრებს. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ერთ დღეში ბიზნესი ერთი პროცედურით დაარეგისტრიროს.

 

-პაატა შურღაია: მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, თუ რას გვაძლევს მსოფლიო ბანკის ეს ინდექსი ? რეიტინგში პირდაპირ წერია,რომ მისი შედეგები არ არის გაიდლაინი ინვესტორებისთვის, მიიღონ გადაწყვეტილება ინვესტიციების ამათუიმ ქვეყანაში განთავსების შესახებ. ამ რეიტინგს შინაარსობრივი დატვირთვა არ გააჩნია. ჩვენ თუ შეგვიძლია ბიზნესის დაწყება ერთი პროცედურით, ეს არის ბიუროკრატიული მექანიზმის შემცირება, თუმცა პროცესი, რომელმაც უნდა მოგვცეს ბიზნესის წახალისება და რომელიც იქნება განგრძობითი ხასიათის, არ ჩანს.

 

მთავრობას მადლობა არ უნდა ვუთხრათ იმისთვის,რომ ხელს არ გვიშლის ბიზნესის დაწყებაში, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ,რომ ბიზნესი შინაარსობრივად წაახალისოს. მაგალითად, სავალუტო ფონდის რეიტინგი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, კეთილდღეობა თითოეულ ადამიანზე,რამდენად არის გაუმჯობესებული. თუ Doing Business-ის რეიტინგში მე-7 ადგილზე ვართ,  კეთილდღეობის კუთხით სავალუტო ფონდის ინდექსში ჩვენი პოზიციაა 105-ე ადგილი. ჩვენ შემდეგ არიან ცენტრალური აფრიკის ქვეყნები. ჩვენს ზემოთ კი ისეთი ქვეყნები,რომელთაც Doing Business-ში წინ ვუსწრებთ.

 

Doing Business-ში კარგ პოზიციაზე  ყოფნა არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეს რეიტინგი უფრო მეტად არის სავიზიტო ბარათი,რომელსაც შინაარსობრივი მხარე არ გააჩნია.

 

- ვისთვის არის ეს რეიტინგი სახლემძღვანელო, ინვესტორებისთვის თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის ?  


-თეა ლოლაძე: საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეფორმა. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა იყო დაურეგისტრირებელი მიწა,რომელიც ეკონომიკაში ნაკლებად გამოიყენებოდა. ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დამატებითი რესურსი მოეძიათ და დაეწყოთ ბიზნესი. ეს რეფორმა გრძელდება და მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა დაირეგისტრიროს მიწა ფაქტობრივად, უფასოდ, ბიუროკრატიული პროცედურების დროულად გავლით.

 

ეს ფაქტი დადებითად აისახება მსოფლიო ბანკის რეიტინგზე. იგი აფასებს ამ კრიტერიუმს, ადრე 8-დან 0 ქულა გვქონდა, ახლა გვაქვს 4 ქულა. ამ რეფორმის გაგრძელების შემდეგ კი 8/8 ქულა გვექნება. ეს კი ნიშნავს,რომ ყველა მიწა საკუთრებაშია და საკადასტრო რუკაზე დატანილი.ამ რეფორმის ფარგლებში რეიტინგის აწევა პირდაპირ პოზიტიურ კავშირშია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობასთან.

 

- ზედმეტად ხომ არ მივყვებით ამ გაიდლაინებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ისმოდა კრიტიკა,რომ საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღების პროცესში არ ხდება არსებული რეალობის გათვალისწინება.

 

-თეა ლოლაძე: 2-3 წლის წინ დავიწყეთ მეწარმეობის  შესაბამის კანონზე მუშაობა, ვიცოდით როგორი იყო საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ გქვონდა არაერთი მრგვალი მაგიდა, შევხვდით  სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებს, ბანკების ასოციაციებს, მუხლობრივად გადავდიოდით საკანონმდებლო ცვლილებებს და იყო საკითხები,რაზეც შევთანხმდით,რომ ბიზნესისთვის იყო მიუღებელი. გავატარეთ ის კანონები,რომლებიც მისაღები იყო მათთვის. საქართველო კი დაწინაურდა ამ კომპონენტში, ჩვენ არ გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიცოდით რომ ეს იქნებოდა ჩვენი ბიზნესისთვის ხელისშემშლელი. როცა ვსაუბრობთ, საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღებაზე, ეს არ უნდა იყოს ბრმა გადმოტანა, ვიცით რა არის საუკეთესო, თუმცა, შეიძლება ბიზნესი და ბაზარი არ იყოს მზად ამისთვის. არ უნდა მოაქციოთ ბიზნესი ისეთ მარწუხებში,რომელიც მის დახურვას გამოიწვევს. ფრთხილად უნდა ვეკიდებოდეთ ასეთ თემებს, გონივრულად და წინდახედულად.

 

-პაატა შურღაია: მნიშვნელოვანია მიზეზშედეგობრივი ანალიზი. ჩვენი მიზანი ხომ არ არის,რომ სადღაც რეიტინგში დავწინაურდეთ, შედეგი უნდა ასახავდეს ბენეფიციარის მდგომარეობასაც. მიწასთან დაკავშირებით  რეფორმაზე ვისაუბრეთ, თუმცა მანამდე სად იყო ეს მიწები? ხომ იყო ხალხის სარგებლობაში, უბრალოდ ახლა რეგისტრაცია მოხდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ ბიზნესს შევეკითხოთ.რაც უფრო არ შეეხება მთავრობა ბიზნესს, მითუ უფრო განვითარდება ის. ფუნდამენტურად უნდა გავიაროთ რაღაც საკითხები და მასზე უნდა იყოს დაშენებული ის აქცენტები,რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ. ბიზნესის რეგისტრაცია კი ხდება 1 საათში, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენია მოქმედი ბიზნესი, ვინ რას აკეთებს და ეკონომიკაში რა ტიპის კონტრიბუციას დებს.

 

-რა გეგმა გვაქვს, რამდენად არის სივრცე იმისთვის,რომ წინ წავიდეთ? რას ვგეგმავთ მაისიდან მაისამდე ?

-თეა ლოლაძე: ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა რომელიც გავატარეთ იყო მოგების გადასახადის რეფორმა, ე.წ „ესტონური მოდელი“,რომელმაც ფაქტობრივად 9,9%-მდე ჩამოიყვანა მოგების წილი. ეს კომპონენტი მსოფლიო ბანკის მიერ პოზიტიურად შეფასდა. ინვესტორებს,როცა ესაუბრები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის სახელით, აღარ სჭირდებათ განმარტებები. არ არსებობს ამ რეიტინგის არცერთი კომპონენტი,რომელიც დაკავშირებული არ არის ერთმანეთთან და რომელიც  ინვესტორს არ აინტერესებს.

 

მათ  განსაკუთრებით აინტერესებთ ის,თუ როგორია საგადასახადო ტვირთი და ვხედავთ,რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეს რიცხვი 50%-ზე ადის. საქართველოს ნამდვილად აქვს უპირატესობა ამ კომპონენტში. ინვესტიციების კლება ერთმა ფაქტორმა განაპირობა, 2018 წელს დასრულდა ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო პროექტები. ინვესტიციების ზრდა არის ჩვენი ყველაზე სასურველი მიზანი, მაგრამ შემცირებას ტრაგიკულად არ უნდა შევხედოთ, პირიქით ეს არის გამოწვევა,რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ.

 

-რა გზით უნდა წავიდეთ? საერთაშორისო პარტნიორების მითითებებს უნდა გავყვეთ, თუ ინვესტორებთან სრულად უნდა გავიხსნათ ?

 

-პაატა შურღაია: გასაგებია,რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიბმული, პასუხი არ უნდა იყოს ის,რომ რაღაც დასრულდა, პასუხი უნდა იყოს ის,რომ  ხალი პროექტები  უნდა მოვიზიდოთ. საგადასახადო კოდექსში გატარებული რეფორმა უფრო მეტად იყო რეგულაციის შემცირება და ნაკლებად რეფორმა. მოგების გადასახადის კონტრიბუცია ბიუჯეტში იყო 700-800 მილიონი. ამ თანხის ბიზნესში დატოვება არ მოგვცემს ისეთ დიდ შესაძლებლობებს,როგორც სხვა ეფექტური რეფორმები. ინვესტორს აინტერესებს მაკეროეკონომიკური სტაბილურობა, კვალიფიციური და არაკვალიფიციური მუშა ხელი. გარემო უნდა იყოს განსხვავებული, ბალანსია საპოვნელი, ისეთ გარემოს არ უნდა ვთავაზობდეთ უცხოელ ინვესტორებს,როგორიც ევროკავშირშია. უნდა იყოს განსხვავებული რეგულაციები და მოთხოვნები.

 

- საკუთრების უფლების დაცვის კუთხით, რა სიტუაცია გვაქვს, არის თუ

თეა ლოლაძე: საკუთრების უფლება ფუნდამენტურია, Doing Business-ი ამას არ აფასებს, თუმცა, სხვა რეიტინგებშია გათვალისწინებული ეს კომპონენტი. მთავარი არ არის მხოლოდ ის,თუ რა წერია კანონში, მთავარია საზოგადოების აღქმა. საქართველოში დღეს აღიარებულია და დაცულია ადამიანის უფლებები.

-პაატა შურღაია:  ბიზნესის გაფორმება საქართველოში, არ ნიშნავს იმას,რომ დაცულად უნდა იგრძნოთ თავი. სკანდინავიაში და შვედეთშიც გაიფორმებთ, მაგრამ თავს უფრო დაცულად სად იგრძნობთ? რეიტინგში ავტორიტეტს მოიპოვებენ იმ ტრადიციებით,რაც ქვეყანას გააჩნია.  ჩვენთან ბიზნესის კეთება მხოლოდ რეგისტრაციის გამარტივება კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა ვასწავლოთ საზოგადოებას,ბიზნესი სწორედ როგორც კეთდება. მნიშვნელოვანია,რომ ეს სათქმელი ბენეფიციარებამდე მივიტანოთ.

 

-მეზობელი ქვეყნები გვეწევიან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით  

-თეა ლოლაძე: : რაც უფრო უკეთესი ბიზნეს გარემო იქნება რეგიონში, მით უფრო კარგია. რეგიონში ჩვენ უპირობო ლიდერები ვართ. კარგია ის,რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ცდილობენ გაატარონ ისეთივე რეფორმები,როგორიც საქართველოშია. ჩვენს ქვეყანას არაერთი დელეგაცია ეწვია,რომლებსაც ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. იმყოფებოდა სამხრეთ კორეის დელეგაციაც. მსოფლიო ბანკი აფასებს არამხოლოდ რეგულაციას, არამედ პრაქტიკასაც,როგორ არის რეგულაცია დანერგილი.

 





აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up