გრანთ თორნთონი ბათუმში რეგიონულ კონფერენციას მართავს

გრანთ თორნთონი ბათუმში რეგიონულ კონფერენციას მართავს

access_time2019-06-11 10:55:07

2019 წლის 13-14 ივნისს, გრანთ თორნთონი წევრი ფირმების ყოველწლიურ რეგიონალურ კონფერენციას ბათუმში ატარებს. კონფერენცია წარმოადგენს უმსხვილეს რეგიონულ ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელსაც ორმოცი პარტნიორი დაესწრება დსთ-ს, ევროპისა და შუა აზიისთხუთმეტი ქვეყნიდან. წევრ ფირმებთან ერთად რეგიონულ კონფერენციას ასევე დაესწრება პიტერ ბოდინი, გრანთ თორნთონის უფროსი აღმასრულებელი დირექტორიდაGrant Thornton International-ის სხვა ლიდერები.



“ზრდა”, “თანამშრომლობა” და “ხარისხი” წარმოადგენს გრანთ თორნთონის გლობალური სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულბას და კონფერენციის ფარგლებში დელეგატები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ სესიებში, სადაც განიხილავენ ზემოთხსენებულ საკითხებს.


კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორისაა ბატონი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რომელიც აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრებს და წარადგენს რეგიონის შესაძლებლობებს. კონფერენციის სტუმარია ასევე, ბატონი ანდრო გოცირიძე, კიბერ-უსაფრთხოების კონსულტანტი, რომელიც გაგვიზიარებს კიბერ-ტრენდებსა და ინფორმაციას საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემის შესახებ.



კონფერენციასთან დაკავშირებით გრანთ თორნთონის დსთ-ს რეგიონულმა ხელმძღვანელმა, გურგენ ჰაკობიანმა განაცხადა: „ჩვენძალიან მოხარულნი გახლავართ, რომ ვმასპინძლობთ რეგიონულ კონფერენციას ბათუმში. ეს ჩვენი რიგით მეორე კონფერენციაა საქართველოში (2016 წლის კონფერენცია ჩატარდა თბილისში) და, როგორც ყოველთვის, ამ ქვეყნის სითბოს, ატმოსფეროს და დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობის შთაბეჭდილების ქვეშ ვართ.



კონფერენციის ადგილმდებარეობისთვის წელს ბათუმი შევარჩიეთ იმისთვის, რომ დელეგატებს ვაჩვენოთ რეგიონში მნიშვნელოვანი ზრდა და უდიდესი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ფირმას საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი წარმატებული წელი ჰქონდა და განაგრძობს აქტიურ ინვესტირებას ახალი მომსახურებებისა და პრობლემების გადაჭრის გზების განვითარებაში, კლიენტებისათვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში, რათა დავეხმაროთ ჩვენს დინამიურ კლიენტებსმათი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.“



ვახტანგ ცაბაძემ, გრანთ თორნთონ საქარველოს მმართველმა პარტნიორმა განაცხადა: „მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ საქართველოში გრანთ თორნთონის რეგიონულ კონფერენციას და ასევე პიტერ ბოდინს, ჩვენ გლობალურ აღმასრულებელ დირექტორს, რომელიცპირველად არისსტუმრად საქართველოში. ჩვენ ვიკრიბებით რომ განვსაზღვროთ სტრატეგიული პრიორიტეტები და განვითარების ახალი გზები,გავუზიაროთ საუკეთესო გამოცდილება ერთმანეთს და დავნერგოთ ჩვენ ფირმებში უახლოეს მომავალში.”


(NS)





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up