„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

access_time2019-12-12 18:30:34

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა.


„2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე კატეგორიის საწარმოებს აუდიტირებული ანგარიშგების წარდგენა მოუწიათ ზედამხედველობის სამსახურში, შესაბამისად, 2019 წელს ბევრი კომპანიისთვის არამხოლოდ აუდიტი, არამედ ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენაც აქტუალური  გახდა. ამ ყოველივემ ბაზარი გაზარდა, ვვარაუდობთ, რომ 40%-იანი ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით.


დაგეგმილზე მეტი შემოსავალი გვაქვს, ვფიქრობთ, რომ იგივე შედეგი ექნებათ კონკურენტ კოლეგებსაც. არსებულ რეფორმებს დიდი წვლილი შეაქვს ამ შედეგებში, თუმცა,ეს ყოველივე  ჩვენი საქმიანობის, კმაყოფილი კლიენტებისა და მარკეტინგის დამსახურებაცაა ,“- აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.


კომპანია „გრანთ თორნთონი“ 2019 წელს მნიშვნელოვანი სიახლით ასრულებს. 20 დეკემბერს ბათუმში კომპანიის ახალი ფილიალი იხსნება. ვახტანგ ცაბაძის თქმით, ფილიალის გახსნა აჭარის რეგიონში ბიზნესის დასაწყებად ინვესტორებისთვის დამატებითი მოტივატორი იქნება.


„ჯერ ოფისი არ გაგვიხსნია და უკვე გვყავს რამდენიმე კლიენტი. დარწმუნებული ვარ, ინვესტორებისთვის, მსხვილი აუდიტორული ქსელის, „გრანთორთონის"  წევრი კომპანიის აჭარის რეგიონში ყოფნა, ნამდვილად იქნება კარგი სიგნალი და კიდევ ერთი მიზეზი,რატოც უნდა გაანახორციელონ აჭარაში ინვესტიციები. ვგეგმავთ,რომ ჩვენი საქმიანობა მხოლოდ კომერციული მიზნით არ იყოს ბათუმში, დაგეგმილია რამდენიმე ტრეინინგის, სემინარის ჩატარება საინტერესო და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ოფისში დასაქმებული იქნებიან ადგილობრივი კადრები, მართვა და ხარისხის კონტროლი თბილისიდან ცენტრალიზებულად მოხდება,“- ამბობს ვახტანგ ცაბაძე.


გადაცემაში მან ასევე ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიებზეც. როგორც ვახტანგ ცაბაძე აღნიშნავს, კომპანიაში უკვე მუშაობს ჯგუფი ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.



„თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე კომპანიის განვითარება რთულად წარმოსადგენია. ჩვენი პროფესია იცვლება და მომავალში ის იქნება ალბათ ერთ-ერთი პროფესია,რომელსაც ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები შეცვლის. სანამ გარემო ისე შეცვლილა,რომ ჩვენი ადგილი იქ ვერ ვიპოვოთ, საჭიროა რომ ჩვენვე მოვერგოთ ამ გარემოს და წინასწარ გადავდგათ ნაბიჯები. ვფიქრობთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, გარდავქმნით აუთსორსინგის მომსახურების მიწოდების სტილს და ფორმას, რათა იგი ბევრად უფრო მარტივი, მოსახერხებელი და სწრაფი გახდეს ჩვენი კლიენტებისთვის,“ - აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.


იგი ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებსა და რეგულაციებს აფასებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაცია არ არის საკმარისი და ხშირად ხდება მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა.



„ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და განჭვრეტადობის შესაძლებლობა. რეფორმები ხშირად არათანმიმდევრულია, რაც აბნევს ინვესტორს, ამასთანავე ბიუროკრატიული პროცესების გაჭიანურებაც  მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია,“- ამბობს ვახტანგ ცაბაძე.


2020 წელს კომპანია „გრანთორთონს“ 15 წელი შეუსრულდება. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი რადიო კომერსანტთან ამბობს, 2005 წლის შემდეგ კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეიცვალა. 5 თანამშრომლით დაწყებულ საქმიანობას დღეს უკვე თბილისის ოფისში 60 თანამშრომელი აგრძელებს.


"ველოდებით 20 დეკემბერს, მომავალი წლის გეგმებში უკვე არსებულის განვითარება გვაქვს გეგმაში. ერთი წელი არ არის საკმარისი იმისთვის,რომ სხვა ფილიალის გახსნაზეც ვიფიქროთ, თუმცა მომავალში, რატომაც არა?!" , - აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.






კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა
access_time2020-09-24 11:30:45
„კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და დაბალ პროცენტში, ვიდრე ორი კრედიტი და მაღალ პროცენტში,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი და პარტია “პროგრესი და თავისუფლების”  — დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას საკრედიტო რესურსების გაიაფებასთან დაკავშირებით. ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ...

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება
access_time2020-09-24 11:00:18
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო.   „ჩვენ, ჩვენს...

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...


მსგავსი სიახლეები

up