,,გრანელი ჯგუფი“  ვეგანური ტყავის წარმოებაში $10 მლნ-ს დებს

,,გრანელი ჯგუფი“ ვეგანური ტყავის წარმოებაში $10 მლნ-ს დებს

access_time2021-12-14 15:00:25

პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ,,გრანელი ჯგუფი“  ქალაქ ყვარელში ცხოველური და სინთეტიკური ტყავის ალტერნატივის, მცენარეული ნედლეულისა და ორგანული ნარჩენის საფუძველზე დამზადებული ვეგანური ტყავის წარმოებისთვის საჭირო ქარხნის მშენებლობას იწყებს.  ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის  ჯამური საინვესტიციო თანხა 10 მლნ დოლარს შეადგენს.  ,,გრანელი ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ბიზნესმენ  ნუგზარ საჯაიას განცხადებით,  ორგანული ნარჩენების გამოყენების ამ უახლესი მეთოდით იქმნება  სრულად ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, რომლის ანალოგი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არის.



საჯაიას განცხადებით, ეს არის 100%-ით უნარჩენო წარმოება, რითაც სამომავლოდ, ,,გრანელი ჯგუფი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის მწვანე ზონად ჩამოყალიბებაში.



,,ვიწყებთ მასშტაბურ, სრულიად ინოვაციურ პროექტს, მცენარეული ტყავის წარმოებას, რაც დღესდღეობით ორგანული წარმოების მიმართულებით ახალი სიტყვაა.  ჩვენი კომპანია ფლობს ღვინის ქარხანას კახეთის რეგიონში. ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება ჭაჭა და კლერტი, გარდა ამის, დიდი რაოდენობით გროვდება ბოსტნეულის და ხილის ნარჩენი. ერთია, რაც ბაღებში რჩება და ასევე საკონსერვო, პურის წარმოება და სხვა, რასაც საყოფაცხოვრებო ნარჩენი ემატება. ალბათ, ადრე თუ გვიან, დაიდგმება ურნები ყველა ქალაქსა და სოფელში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეკოლოგიურად სუფთა სტატუსი მიიღონ, შეგროვდეს ორგანული ნარჩენი, რომელიც მთლიანად გადამუშავდება.  საბოლოო ნარჩენიც კი მუშავდება, მიღებული  პროდუქტი იქნება ძვირადღირებული ტყავი.  შარშან შემოწმება გავიარეთ. ამ ეტაპზე ჩვენი პროექტის დაპატენტებას ველოდები, ეს არის წმინდა ქართული იდეა, რომელიც პირადად მე მეკუთვნის, არ არსებობს გამოცდილება, რითაც შეიძლება მესარგებლა. ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრება იმით, რამდენად თანამედროვე დანადგარს შევიძენთ, მაგრამ ეს ტექნიკა რეალობაში ჯერ არ არსებობს. თუმცა არის ერთ-ერთი  იტალიური კომპანია, ვინც დაიწყო ლაბორატორიული კვლევა. ამისთვის  ევროკავშირმა 730 000 ევრო გამოუყო. პირველადი ფორმულა შექმნეს, საბოლო ფორმულა 7 თვეში გახდება ცნობილი“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნუგზარ საჯაია.



მისი თქმით, ,,გრანელი ჯგუფის“  ინოვაციური პროექტის  მთავარი მიზანი ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების ხარისხს.




,,საწარმოს ამუშავება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოში სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის. ქარხანა, ყოველწლიურად, რეგიონში არსებული ორგანული ნარჩენების სრულად გადამუშავებას უზრუნველყოფს, რითაც, სამომავლოდ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის მწვანე ზონად ჩამოყალიბებაში“, - დასძენს ნუგზარ საჯაია ,,კომერსანტთან“.



საბოლოო პროდუქტი - ვეგანური ტყავი მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ კატეგორიის პროდუქტს უკვე იყენებენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: Tesla, BMW, Porsche, Mercedes-Benz, Lexus, Ferrari, Bentley;  Hermes, Gucci, Balenciaga, Chanel და Hugo Boss.

 


ბიზნესმენის ინფორმაციით, 150 000 ტონა ჭაჭა იყრება ყოველწლიურად, რომელიც იწვის და მისი უნარჩენო  გადამუშავება შესაძლებელია.



ვეგანური ტყავის  მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს დასრულდება და პირველ ეტაპზე დაახლოებით 200-მდე ადამიანს დაასაქმებს.



მეღვინეობა ,,გრანელში“ ამ ეტაპზე  60-მდე ადამიანია დასაქმებული. 

 

მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up