Grandpa Dato's toys – ამ ბრენდით ქართული ხის სათამაშოები ექსპორტზე გავა

Grandpa Dato's toys – ამ ბრენდით ქართული ხის სათამაშოები ექსპორტზე გავა

access_time2021-09-03 16:00:16

ხის სათამაშოებზე მომუშავე მეწარმე, წალენჯიხელი დავით მოსიძე პროდუქციის გაყიდვას უკვე სპეციალური ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით შეძლებს. წარმოება სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის, თუმცა მან მომხმარებელთა წრის გაფართოება და პოპულარობაც შეძლო, რითაც მთავრობის და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღებაც მიიქცია. 2015 წელს პროექტში „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვების შემდეგ, პრიზად 5000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. ამ თანხით საკუთარი საქმისთვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები შეიძინა. 2020 წელს კი USAID-ის 10 000 -ლარიანი დახმარებით დურგალმა ახალი თანამედროვე კომპიუტერული დანადგარი შეიძინა, რომლის საშუალებითაც უფრო ხარისხიან სათამაშოებს ამზადებს.


სათამაშოები 100%-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთაა, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ხის მერქნისგან მზადდება, რის გამოც ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული და ფერადოვანია. თუთის, კაკლის, ცაცხვის, წიფლის და სხვა ჯიშის მერქნისგან დამზადებული სათამაშოების წარმოებისას დავით მოსიძე არც ლაქ-საღებავებს იყენებს, ამით ხაზს უსვამს, რომ ხის მასალის მოპოვების და შემდეგ უკვე მზა პროდუქცია დამაზიანებელი არც ბუნებისთვისაა და მით უმეტეს - არც პატარებისთვის.


ნედლეულის მომარაგებისა და სათამაშოების დამზადების შემდეგ, მათ რეალიზაციას ინტერნეტის მეშვეობით ახდენს. Grandpa Dato’s toys / დათო ბაბუას სათამაშოები“, − ასე ჰქვია მის Facebook-გვერდს, რომელიც სულ ახალია და რომლის საშუალებითაც სათამაშოს შეკვეთა-შეძენა ნებისმიერ მსურველს 20-30 ლარიდან 120-140 ლარის ფარგლებში შეუძლია. სექტემბრის ბოლოს კი გაიხსნება ინტერნეტ-მაღაზია, სადაც ქართული ბრენდის შეძენას უკვე უცხოელი მომხმარებლებიც შეძლებენ.


,,წლების განმავლობაში ავეჯზე ვმუშაობდი, სოფელში რომ მომიწია დაბრუნებამ, სახელოსნო გავხსენი და მცირე შეკვეთას ვიღებდი, მერე სათამაშოებზე გადავერთე. ოსტატობის სასწავლო კურსის გაკეთებას ვგეგმავ, რათა საკუთარი ოსტატობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო და ვასწავლო. ცოდნის ამაღლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში ძალიან მეხმარება. ინტერნეტ-მაღაზიაში დაახლოებით 4 ადამიანს დავასაქმებ, ახლაც გვაქვს ვაკანსია, მაგრამ სპეციალისტს ვერ ვშოულობ, კერძოდ, კომპიუტერულ ჩარხზე მომუშავე სპეციალისტი არ გვყავს, ვაპირებ საქმე 3 ახალგაზრდას შევასწავლო, რისთვისაც ტრენერს მოიწვევს, შერჩეული შეგირდებიდან ერთს ჩემთან დავასაქმებ, დანარჩენებს კი ცოდნა ექნება და დასაქმების შანსი გაუჩნდება“, - ამბობს დავით მოსიძე.


ქართველი მეწარმის შემოქმედებაში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს სამხედრო თემატიკაზე შექმნილი სათამაშოები - ხის მანქანა, სამხედრო ვერტმფრენი და სხვა, რასაც ტრადიციულად 26 მაისის, ასევე აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაცემის აღმნიშვნელ დღეებში საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოფენს ხოლმე, რითაც ქართველ გმირებს მიაგებს პატივს.



Grandpa Dato’s toys / დათო ბაბუას სათამაშოები“, − ასე ჰქვია მის Facebook-გვერდს, რომლის საშუალებითაც სათამაშოს შეკვეთა-შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დათო პაპა შემკვეთების ნაკლებობას არ უჩივის, რომელთა შორისაა რამდენიმე სათამაშოების მაღაზია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.


გაყიდულ სათამაშოებს ხის ყუთებში ათავსებს და ადრესატებამდე „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით აგზავნის.






მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up