გორში 2020 წელს 28 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადი რეაბილიტირდება. ინფორმაციას ორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„სტალინის გამზირზე 25 (#1,2,3,4,5,6,7,8,9,10,12,13,17,18, 19, 20,21,22,23,24,25,27,29,31,33 კორპუსები),ჭავჭავაძის გამზირზე 3 (#28,47,51კორპუსები) და ამილახვრის ქუჩაზე 1 ერთეული (# 23 კორპუსი) კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული ნალესის ჩამოხსნას, აღდგენასა და შეღებვას, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლებას, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენასა და შეღებვას, კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობას და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცვლას.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 391 000 ლარია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.