გორში მოსახლეობა საბავშვო ბაღის დაუსრულებელი მშენებლობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

გორში მოსახლეობა საბავშვო ბაღის დაუსრულებელი მშენებლობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

access_time2018-09-14 10:54:44


,,ვითარება არაერთგვაროვანია. ზოგიერთი პროექტი წარმატებითაა დამთავრებული, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არის პრობლემური პროექტებიც და არა მარტო გორში. ერთ-ერთი ასეთია სადგურის დასახლებაში მშენებარე საბავშვო ბაღი, რომელმაც მოსახლეობის მართებული უკმაყოფილება გამოიწვია. ეს პროექტი, თავდაპირველი ხელშეკრულებით, 2017 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, სამწუხაროდ, შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები ჯეროვნად ვერ შეასრულა და მასთან კონტრაქტი გაწყდა. ახლა ეს პროექტი, სამინისტროსა და გუბერნატორის ადმინისტრაციაში, განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ვადებში და ხარისხიანად დასრულდეს, მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.


მისივე თქმით, მონიტორინგი მოიცავს ყველა რეგიონს და გარკვეული პერიოდულობით, შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდება.
2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 250 მილიონი ლარის 770 ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული, აქედან, შიდა ქართლში - 20 მილიონი ლარის 40 პროექტი.



ილია ბეგიაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გორში, სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის მონაკვეთისა და კახნიაშვილის ქუჩის სანიაღვრე წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები, ნაწილობრივ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 712 ათას ლარს შეადგენს. პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდება.


მონიტორინგის ჯგუფმა გორში, თბილისის ქუჩაზე უკვე დასრულებული სამუშაოც დაათვალიერა, რომელიც ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელდა და პროექტის ღირებულებამ 448 ათასი ლარი შეადგინა.


დღესვე, ადგილზე გაეცნენ ერთ-ერთ პრობლემურ პროექტს, რომელიც სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პროექტის ჩამორჩენით შესრულების გამო სამშენებლო კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა, საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.






რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“
person access_time2018-09-25 22:05:20
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა. „კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია,...

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა
person access_time2018-09-25 21:42:46
Unicef-ის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს.  ...

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი
person access_time2018-09-25 21:27:42
  Unisef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“...

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია
person access_time2018-09-25 20:00:26
2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს. წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები. ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური...

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ
person access_time2018-09-25 18:14:53
8 წლის წინ კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა შექმნეს კომპანია, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. კომპანიამ დაფუძნებიდან 2 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია და 2012 წელს Instagram-ი facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. ახლა კი, სისტრომმა და კრიგერმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტეს - ისინი დღემდე Instagram-ის გენერალური დირექტორისა და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერის პოსტებს იკავებენ. ჩვენ გვჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,...


მსგავსი სიახლეები

up