გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

access_time2019-12-09 10:39:43

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 33 მეტრი იქნება და ის გორისციხის თემის სოფლებს - ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ძველი ხიდი, მიმდინარე წლის ზაფხულში, სტიქიის შედეგად დაზიანდა. ახალი ხიდის აშენება, ღია შეხვედრებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.


სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და მერის მოადგილესთან დავით ქირიკაშვილთან ერთად გაეცნო.



ხიდის მშენებლობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 700 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება.


ამჟამად, მოსახლეობა დროებითი ხიდის საშუალებით გადაადგილდება, რომლის მონტაჟი სტიქიიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...


მსგავსი სიახლეები

up