გორი - ვარიანი - ცხინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორი - ვარიანი - ცხინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

access_time2017-01-25 13:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გორი - ვარიანი - ცხინვალის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. 

 

 

პროექტით გათვალისწინებულია, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ21-კმ25) გზის საფარის სრული რეაბილიტაცია. მონაკვეთზე არსებული ხელოვნური ნაგებობების: 1 ხიდისა და წყალგამტარი მილების შეკეთება. ასევე, განხორციელდება ადგილობრივ გზებთან მიერთების, საველე და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და განთავსდება საგზაო ნიშნები.

 

 

გორი - ვარიანი - ცხინვალის საავტომობილო გზა დაზიანებული იყო, აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარი მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩენილი, ხოლო გზა ძირითადად ხრეშოვანი. დაზიანებული გზა ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას.

 

 

პროექტის შედეგად, გორი - ვარიანი - ცხინვალის საავტომობილო გზით მოსარგებლეებს და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ იმოძრაონ განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით. შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 200 000 ლარია. სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

 



„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

Biletebi.ge-მ ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა შექმნა

Biletebi.ge-მ  ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა  შექმნა
access_time2020-05-29 11:30:29
Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს. „გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ღონისძიებების 100 პროცენტი გაუქმებულია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა  საკმაოდ მარტივია - ძალიან მალე გავუშვებთ ახალ ვებ-პლატფორმას  - EQIMTAN.GE,...


მსგავსი სიახლეები

up