ტექნოლოგიური გიგანტი Google საკუთარი წარმოების სმარტ-საათებზე მუშაობს, რომლის წარდგენასაც უკვე მომავალ წელს აპირებს. ამის შესახებ Business Insider წერს.
მისი მონაცემებით, მომავალ მოწყობილობაზე კოდური სახელწოდებით Rohan დამონტაჟდება უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა Google SmartWatch. გამოსახულებებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც გამოცემის ჟურნალისტებმა ნახეს, საათის კორპუსს აქვს მრგვალი ფორმა. დივაისი შეძლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ფიქსირებას და ასევე გააკონტროლებს ფიზიკურ აქტივობას. კონკრეტულად კი საათი აღიჭურვება პულსომეტრით და ნაბიჯების მთვლელი ფუნქციით.
როგორც მასალაში ვკითხულობთ, კომპანიამ Rohan-ზე მუშაობა 2021 წელს დააჩქარა. Google-მა მოწყობილობა უკვე გაატესტინა თანამშრომლებს, რომლებიც არ შედიან მასზე მომუშავეთა ჯგუფში. მათი ცნობით, ამ საათების ბაზარზე ჩაშვება შესაძლოა, მოხდეს გაზაფხულზე. თუმცა მან საბოლოო სახის მიღებამდე შესაძლოა, შეიცვალოს ვიზუალიც კი.
თავად Google-ის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
bpn.ge