Google საბავშვო ბაზრის დასაპყრობად ემზადება

Google საბავშვო ბაზრის დასაპყრობად ემზადება

access_time2020-09-04 19:50:38

რამდენიმე დღის წინ Google-მა Android-ის პლანშეტებისთვის ახალი, საბავშვო რეჟიმი Google Kids Space წარადგინა. პირველი მოდელი, რომელზეც პროგრამის დაყენება შესაძლებელია Lenovo Tab M10 Gen 2 იქნება, ის გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა.


კომპანია იმედოვნებს, რომ Android-ზე მომუშავე სხვა პლანშეტების მწარმოებლები ამ პროექტს შეუერთდებიან.


Google Kids Space ბავშვებს სპეციალურ შემეცნებით-გასართობ კონტენტს სთავაზობს. ყველა სერვისი საბავშვო ფსიქოლოგების და პედიატრების მიერ მოწონებულია. პროგრამა ასევე ბავშვის მიერ სხვა დამატებების და პროგრამების დაყენებას მშობლების გარეშე გამორიცხავს, ამით Google ბავშვების არასასურველი კონტენტისგან დაცვას ცდილობს.


საბავშვო პროგრამის შექმნა მაღალტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან საბავშვო აუდიტორიისადმი ზრდად ინტერესზე მეტყველებს. მსგავს სერვისს ბავშვებს Samsung და Xiaomi-იც სთავაზობენ.


ეპოქაში, როდესაც ბავშვები სიარულზე ადრე პლანშეტების და სმარტფონების გამოყენებას სწავლობენ, სპეციალიზირებული საბავშვო პროდუქტები არც თუ ისე ბევრია. შექმნილ სიტუაციაში უფრო თამამები, დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან, რომლებიც YouTube-ზე ასობით თამაშს, სასწავლო-გასართობ პროგრამას და საბავშვო ვიდეობლოგს ანთავსებენ.



ზოგიერთ საბავშვო ბლოგს YouTube-ში ათობით მილიონი ხელმომწერი ჰყავს, მაშინ როდესაც ოპრა უინფრის 4,5 მლნ. ხოლო სპორტულ არხ ESPN — 7,2 მლნ.ექსპერტების აზრით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეობლოგების სამეულში ასევე 2 - საბავშვოა. გარდა ამისა, სერვის TikTok-ის ნახტომისებრ ზრდას ხელი მისმა პოპულარობამ ბავშვებსა და მოზარდებს შორის შეუწყო.


ბავშვების მოზიდვის და არასასურველი კონტენტისგან დაცვის რთული, მაგრამ ამავე დროს მომგებიანი ამოცანა ბევრ დიდ კომპანიას ბავშვების და მათი მშობლების ინტერესებზე მორგებას აიძულებს. სწორედ ამითაა გამოწვეული საბავშვო ბაზარზე ისეთი გიგანტების გამოჩენა, როგორც Google, Samsung და Xiaomi.


პარალელურად სხვა გზით მიდის Amazon, რომელიც სპეციალური საბავშვო პლანშეტებს და ელექტრონულ წიგნებს უშვებს. 2014 წლიდან პლანშეტების სერია Fire Kids Edition გამოუშვა, ხოლო 2019 წლის სექტემბერში - საბავშვო ელექტრონული წიგნი Kindle Kids Edition. ჩვეულებრივი Kindle-სგან საბავშვო ვერსია ჩატვირთული საბავშვო წიგნების ასორტიმენტით, აკუმლატორის გამძლეობის უფრო დიდი რესურსით და საგარანტიო რემონტის გახანგძლივებული ვადით განსხვავდება.


აუდიტორული კომპანის PwC-ის მონაცემებით, საბავშვო ციფრული რეკლამის ზრდამ 2018-2021 წლებში 20%-ს გადააჭარბებს და 2021 წელს 1,7 მლრდ. დოლარს მიაღწევს.



Kommersant.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
Google



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up