Google-სა და Amazon-ს შორის ახალი შეჯიბრი იწყება

Google-სა და Amazon-ს შორის ახალი შეჯიბრი იწყება

person access_time2016-10-19 10:00:19


Amazon-ისა და Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის თითოეული აქციის ღირებულება $800-ს აჭარბებს. ორივე კომპანიას მათსავე რეკორდის მოსახსნელად ცოტა უკლია. აღსანიშნავია ის, რომ Amazon-ს გარკვეული უპირატესობა აქვს მოპოვებული - კომპანიის აქციები მიმდინარე წელს 20%-ით არის გაზრდილი, Alphabet-ის კი 3%-ით.

 


საინტერესოა, რომელი კომპანია მოახერხებს $1000-იანი ზღვრის გადაბიჯებას? პირველი ალბათ, მაინც Amazon-ი გვახსენენდება: ანალიტიკოსების ვარაუდით, კომპანიის შემოსავლები მომავალ წელს 80%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალი წლების ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 50% იქნება.

 

ძალიან ბევრი წარმატების მიუხედავად, ეკონომისტების გარკვეული ჯგუფი მაინც ვარაუდობს, რომ ინვესტორები ასეთი დიდი მოცულობის თანხას Amazon-ისთვის მაინც არ გაიღებენ. კომპანიის გენერალურ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს არაერთხელ უთქვამს მოკლევადიან მოგებაზე უარი, როდესაც აქცენტს გრძელვადიანი პერსპექტივებზე აკეთებდა. Wall Street-ი კი აღნიშნულ ნაბიჯს ყოველთვის არ მიესალმება.

 


 

სწორედაც ამიტომ, Google შეიძლება $1000-იან ზღვარს უფრო მალე მიუახლოვდეს (CNNMoney აღნიშნულ სტატიაში Google-სა და Alphabet-ს აიგივებს). კომპანია ცდილობს სმარტფონების სამყაროში Apple-ს გაუწიოს კონკურენცია. Google-ის სმარტფონის, Pixel-ის პრეზენტაცია სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა და მან მოწონებაც დაიმსახურა.

 

 

Google-ს უკვე რამდენიმე პროდუქტი აქვს შექმნილი, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს - ესენია საძიებო სისტემა, YouTube და Android-ი. ამასთან, კომპანია უდიდეს ძალისხმევას დებს თვითმავალი ავტომობილების განვითარებაში, რაც რეალურად მომავლის ინვესტიციაა.

 

შედეგად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი $1000-იან ზღვართან პირველს Google-ს დავინახავთ.

 



აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-12-04 18:05:53
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3115 ლარი გახდა....

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა
access_time2020-12-04 14:40:18
საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.   „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.   შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი...

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა
access_time2020-12-04 16:45:11
2015 წლის შემდეგ პირველად, ღვინის ექსპორტი 8%-ით 10 თვეში $163 მლნ-მდე შემცირდა. კლება აღინიშნება ისეთ დიდ ბაზრებზე როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. 2001-2019 წლებში ღვინის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ $1.646 მლრდ შეადგინა. ექსპორტიდს 67% - $1.1 მლრდ-ზე მეტი 2013-2019 წლებში რუსეთის ბაზრის ხელახალი გახნსის შემდეგ განხორციელდა. 2001-2005 წლებში ღვინის ექსპორტი 152%-ით $32 მლნ-დან $81 მლნ-მდე გაიზარდა. 2006 წელს გამოცხადებული რუსული ემბარგოს შემდეგ ის...


მსგავსი სიახლეები

up