Google-მა თავისი ორი ახალი სმარტფონი წარადგინა

Google-მა თავისი ორი ახალი სმარტფონი წარადგინა

access_time2018-10-10 10:19:51

კომპანია Google-მა თავისი მოწინავე სმარტფონები Pixel 3 და Pixel 3 XL ნიუ-იორკში პრეზენტაციაზე წარადგინა.

 

- წინა მოდელებთან შედარებით, ახალი მოწყობილობების ეკრანები უფრო დიდია, კერძოდ პირველის 5,5 დუიმი და მეორის 6,3 დუიმი Pixel 2-ის და Pixel 2 XL-ის 5 დუიმის და 6 დუიმის წინააღმდეგ. ამასთან თავად მოწყობილობების ზომები ფაქტობრივად არ შეცვლილა.

 

- Pixel 3 XL-ს ეკრანის ზედა ნაწილზე გაუჩნდა ზოლი, როგორც Apple-ის სმარტფონებს აქვს. მეორე მოდელს ის ძველებურად არ აქვს.

 

- ტელეფონებში დაყენებულია უსაფრთხოების ჩიპი Titan M - ის მონაცემების შენახვაზეა პასუხისმგებელი. თითის ანაბეჭდების სკანერი ძველებურად Pixel-ის უკანა პანელზეა განთავსებული.

 


 

- ახალ ფლაგმანებს წინა მხარეს აქვს ორი კამერა, ორივე 8 მეგაპიქსელის მოცულობის. ერთის გამოყენება შეიძლება სელფისთვის, მაგალითად, თუ ფოტოზე ბევრი ადამიანი უნდა მოხვდეს. სპარტფონებს უკან კვლავ ერთი კამერა აქვს (12,2 მეგაპიქსელი).

 

- სპეციალური ფუნქციის დახმარებით Google-ის სმარტფონები შეძლებენ ზარებს მეპატრონეების ნაცვლად უპასუხონ - ისინი დამოუკიდებლად გაშიფრავენ თანამოსაუბრის ტექსტს და გამოიტანენ მას ეკრანზე. შესაძლებელია დამრეკავს სმარტფონის მფლობელმა სტანდარტული ფრაზებით უპასუხოს, რომელსაც მის ნაცვლად რობოტი წაიკითხავს.

 

- ახალი ფუნქცია Top Shot-ი გადაღებული კადრებიდან საუკეთესოს აარჩევს. ტელეფონი თავად წაშლის გაბლარულ ფოტოებს და კადრებს, რომლებზც ადამიანებს თვალები დახუჭული აქვთ.

 

პრეზენტაციაზე Google-მა დააანონსა ასევე უსადენო დამტენი სახელწოდებით Pixel Stand-ი, რომელიც 79 დოლარი ეღირება. მოწყობილობების უსადენო დამტენით აღჭურვა შესაძლებელი გახდა შუშაზე გადასვლით, რომლისგანაც დამზადებულია Pixel 3-ის და Pixel 3 XL-ის უკანა პანელები.

 

ახალ სმარტფნებს ბაზარზე 18 ოქტომბრიდან გაყიდიან. ცალკეული მოდელის ფასი სულ მცირე 799 და 899 დოლარია.






ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up