კომპანია Google-მა სმარტფონი Pixel 4A წარადგინა. მოწყობილობას აქვს 5,81 დუმიანი ეკრანი და Snapdragon 730G პროცესორი. ოპერატიული მახსოვრობის მოცულობა კი 128 გიგაბაიტია.
Pixel 4a ბაზარზე 20 აგვისტოდან გამოვა და მისი ფასი $349 იქნება.
Google-მა ასევე განაცხადა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ახალ Pixel 5-ს და Pixel 4A-ს 5G-ს მხარდაჭერით გამოუშვებს.
ახალი სმარტფონების შესახებ დამატებით დეტალებს კომპანია ჯერ არ ავრცელებს.
imedinews.ge