კომპანია Google-მა აკრძალა ვიდეორგოლები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ყალბ თეორიებს ავრცელებენ. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი თეორიების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ COVID 19-სა და 5G ტექნოლოგიას შორის კავშირი არსებობს.
კომპანიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდ ბრიტანეთში სულ მცირე 20 სატელეფონო ანძას ცეცხლი წაუკიდეს. ეს თეორიის გავრცელების შემდეგ მოხდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge