Google-მა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ვიცეპრეზიდენტს $45 მილიონი შესთავაზა

Google-მა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ვიცეპრეზიდენტს $45 მილიონი შესთავაზა

access_time2019-03-12 23:00:19

Alphabet-ის დირექტორთა საბჭომ 2016 წელს Google-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ამით სინგჰალისთვის, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში იყო დადანაშაულებული, 45 მილიონი დოლარის გადახდას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი კომპანიის აქციონერთა სარჩელზე დაყრდნობით ავრცელებს. აქციონერები დირექტორთა საბჭოს უჩივიან.

 

შეთანხმების მიხედვით, სიგნჰალს სამსახურის დატოვების შემდეგ პირველი ორი წლის განმავლობაში 30 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, მესამე წელს კი თუ კონკურენტებთან არ დაიწყებდა მუშაობას 5-იდან 15 მილიონამდე მიიღებდა. ჩაერიცხა თუ არა ყოფილ მენეჯერს თანხა, ეს უცნობია.

 

სინგჰალმა Google მას შემდეგ დატოვა, რაც თანამშრომელმა ქალმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალის თქმით, სინგჰალი მას შეეხო, ამ დროს კი ვიცეპრეზიდენტი ნასვამი იყო. შიდა გამოძიებით ამ ქალის სიტყვების ნამდვილობა დადასტურდა.


 

ამის შემდეგ სინგჰალმა მუშაობა Uber-ში დაიწყო, თუმცა იქ არც ისე დიდხანს უმუშავია, რადგან მალევე გამოქვეყნდა სტატია Google-დან მისი წასვლის მიზეზების შესახებ.

 

2018 წლის ოქტომბერში The New York Times-ი წერდა, რომ Android-ის შემქმნელმა ენდი რუბინმა Google-დან წასვლის შემდეგ 90 მილიონი დოლარი მიიღო. კომპანიიდან რუბინის წასვლის მიზეზიც სექსუალური შევიწროება იყო, რუბინი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან თანამშრომელს მასთან სექსი აიძულა.


თეგები:
Alphabet



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up