Google-მა და Apple-მა კრემლის ზეწოლას ვერ გაუძლეს

Google-მა და Apple-მა კრემლის ზეწოლას ვერ გაუძლეს

access_time2021-09-20 19:00:42

Google-მა და Apple-მა დაბლოკეს რუსი ოპოზიციონერის აპლიკაცია „ნავალნი“, სადაც განთავსებულია პროგრამა „ჭკვიანი არჩევნები“. ეს რესურსი მოქალაქეებს საარჩევნო პროცესის გაკონტროლების შესაძლებლობას აძლევს.



ნავალნის მიერ შექმნილი და რუსეთის მთავრობის მიერ აკრძალული კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ყოფილი დირექტორის ივან ჟდანოვის თქმით, ინტერნეტ-გიგანტებმა ეს ნაბიჯი ახსნეს იმით, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად სცნო, შესაბამისად ისინი ქვეყნის კანონმდებლობას ემორჩილებიან.



აპლიკაციის დაბლოკვა 20 აგვისტოს რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის კომისიამ მოითხოვა, უწყებამ, თავის მხრივ, მითითება გენერალური პროკურატურისგან მიიღო, რომელიც მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია რუსეთის კანონმდებლობას არღვევს და არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობას ქმნის.



თუმცა, ამის შემდეგ თვეზე მეტი აპლიკაცია Google-ის და Apple-ის ინტერნეტ-მაღაზიებში და საძიებო სისტემაში ხელმისაწვდომი იყო. Bloomberg-ის ინფორმაციით, გადამწყვეტი აღმოჩნდა კრემლის მუქარა, რომ რუსეთში IT-გიგანტების რუს თანამშრომლებს ციხეში ჩასვამდა.



ეს მუქარა შენიღბულად, მაგრამ საკაოდ ღიად, საჯაროდაც გამოითქვა - რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ Google-ის და Apple-ის უმოქმედობას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის ჩათვლით.




ამის თაობაზე ასევე განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ანდრეი კლიმოვმა.



„არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ჩვენ არ ვხუმრობთ. კანონის დარღვევამ შესაძლოა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. კომპანიებს ეს უნდა გავაგებინოთ. ჩვენ ვისაც ვესაუბრეთ, იმათ ყველაფერი სწორად გაიგეს“, - განაცხად მან.



პარალელურად, როსკომნადზორი ინტერნეტ-გიგანტებს ბრძანებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმებით დაემუქრა.



LiveInternet-ის დამაარსებლის გერმან კლიმენკოს აზრით, Google-მა და Apple-მა აპლიკაცია დაბლოკეს ორი მიზეზის გამო - ეს მათთვის პრინციპული საკითხია, და ამავე დროს ორივე კომპანია ყველა ქვეყანაში ადგილობრივ კანონმდებლობას ემორჩილება და არა სვამს კითხვას, რამდენად სამართლიანია ესა თუ ის კანონი.



„ამავე დროს Apple ყოველთვის ცდილობს გადაწყვეტილებების მიღება მაქსიმალურად გადაწიოს მანამ, სანამ აშკარა არ გახდება რომ მეტი გადაწევა არ გამოვა. ინტერნეტ-გიგანტები სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან ათწლეულების მანძილზე თანამშრომლობენ, და ასეთი ფაქტები მათთვის რუტინაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრეცედენტი არ აიძულებს კომპანიებს რუსეთიდან წასვლას“, - მიიჩნევს ექსპერტი.



კლიმენკოს თქმით, ერთხელ Google-ს სიჯიუტე საკმაოდ ძვირი დაუჯდა - 2010 წელს კომპანიამ თავისი ნებით დატოვა ჩინური ბაზარი, რადგანაც არ დაეთანხმა ოფიციალური პეკინის მოთხოვნას კონტენტის გაფილტვრის თაობაზე.



როგორც ჩანს, მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს ამ პრეცედენტის განმეორება და კიდევ ერთი მსხვილი ბაზრის, ამჯერად რუსულის დაკარგვა, არ სურთ.


rbc






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up