ალექსეი ნავალნის აპლიკაცია, რომელიც „ჭკვიანი ხმის მიცემის“ ფუნქციას შეიცავს, App Store– დან და Google Play-დან გაქრა, - ამის შესახებ ნავალნის გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა.
მათი განმარტებით, აპლიკაციის გამოყენებას ტაქტიკური კენჭისყრის ორგანიზებისთვის გეგმავდნენ, რაც რუსეთის მმართველ პარტიას დარტყმას მიაყენებდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ Google-სა და Apple-ს აპლიკაციის ამოღება მოსთხოვა და განაცხადა, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევად აღიქმებოდა.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთში რუსეთის საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი 3 დღის განმავლობაში, 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.
bpn.ge