Google-მა 7-დოლარიანი ტელეფონი წარადგინა

Google-მა 7-დოლარიანი ტელეფონი წარადგინა

access_time2018-12-07 00:10:43

Google-მა ინდონეზიაში წარადგინა ტელეფონი, რომლის ღირებულებაც წარმოუდგენლად დაბალია. გაჯეტი სახელით WizPhone WP006 4G-ით არის აღჭურვილი. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.


მობილური ტელეფონის ღირებულება მხოლოდ 7 დოლარია. მოწყობილობა მუშაობს KaiOS ოპერაციულ სისტემაზე და სპეციალური ღილაკი აქვს Google ასისტენტის გამოსაძახებლად. მისი დახმარებით სხვადასხვა ხმოვანი ბრძანების გაცემაა შესაძლებელი, მაგალითად, ზარის განსახორციელებლად, მესიჯის გასაგზავნად ან ვიდეოს და მუსიკის ჩასართავად.


გარდა ამისა, მოწყობილობაზე შესაძლებელია Facebook და WhatsApp-ის გაშვება.


ტელეფონი აღჭურვილია Qualcomm 2015 Mobile Platform-ით, რომელიც 512 მბ ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით მუშაობს.



მისი დამატებითი მეხსიერება 4 გბ-ია. Wizphone WP006 აქვს 2 მპ მთავარი კამერა და წინა კამერა VGA გაფართოებით. ელემენტის მოცულობა შეადგენს 1800 მა/სთ-ს. ფუნქციონალის გათვალისწინებით ბატარეამ 350 საათი უნდა იმუშაოს.


გაყიდვაში გამოსვლის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.



imedinewss



თეგები:
Google



რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up