„Google-ის გეგმა, რომ აკადემიური ხარისხი გაანადგუროს, გენიალურია“

„Google-ის გეგმა, რომ აკადემიური ხარისხი გაანადგუროს, გენიალურია“

access_time2020-08-29 10:00:32

Google-მა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა მისი სასწავლო სერტიფიკატების შესახებ, რომ კომპანიის პოტენციურ თანამშრომლებს 6-თვიანი კურსის გავლის შემდეგ შეეძლებათ, მიიღონ სერთიფიკატი და მოთხოვნადი პროფესიებისთვის იმაზე გაცილებით ნაკლებ დროში შეძლონ მომზადება, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემთხვევაში მოუწევდათ.

 

კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, წარმატებული სტუდენტები Google Career Certificate-ს მიიღებენ, რომელსაც კომპანია იმავე პოზიციებზე უნივერსიტეტის ოთხწლიანი ხარისხის ტოლ საბუთად განიხილავს.

 

კურსის ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ტრადიციული საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად გადახდილ თანხაზე ბევრად ნაკლები იქნება.

 

გასულ კვირას, inc-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯასტინ ბარისომ საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა, რომ „გუგლი“ კოლეჯის ხარისხის განადგურებას აპირებს“.

 

სტატიას საკმაოდ მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით ადამიანმა გააზიარა დ ამდენივე კომენტარიც ხვდა წილად. ზოგიერთმა ავტორს პერსონალურადაც მისწერა.

 

როგორც ბარისო ამხელს, უკუკავშირის უმეტესობა პოზიტიური იყო, თუმცა აზრი ზოგიერთმა სკეპტიკურად განწყობილმა პიროვნებამაც გამოხატა.

 

სწორედ ამიტომ, შემდეგი სტატიაც შემოგვთავაზა იმასთან დაკავშირებით, რატომ არის „გუგლის“ ახალი სერტიფიკატი ასეთი მნიშვნელოვანი და თავის მხრივ, სრულიად გენიალური გადაწყვეტილება:

 

ჩვენ ჩვენს სასწავლო სერტიფიკატებს ოთხწლიანი ხარისხის ტოლ დოკუმენტად განვიხილავთ, – განაცხადა კენტ უოლკერმა, გუგლის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

ძველი იდეა, განსხვავებულად შეფუთული


მათ, ვინც ბარისოს სტატიაზე დააკომენტარეს და იწონებდნენ „გუგლის“ ამ გადაწყვეტილებას, იყვნენ პროფესიონალები, თანამშრომლები და ყველაზე მეტი სტუდენტები, რომლებმაც ალტერნატიული გზა დაინახეს მასში, რასაც სხვები ჩამონგრეულ საგანმანათლებლო სისტემას უწოდებდნენ. სისტემას, რომელიც სტუდენტებს, როგორც წესი ვალში ტოვებს და რომლიდანაც რეალურ სამყაროში ინტეგრაციისთვის მომზადებულები საერთოდაც ვერ გამოდიან.

 

სიმართლე ისაა, რომ ტრადიციული უმაღლესი განათლება შეიძლება, საჭირო იყოს ზოგიერთი საქმიანობისთვის იმ დროს, როცა სხვებისთვის არც საჭირო იყოს და არც პრაქტიკული. „გუგლის“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არა მხოლოდ იაფია, მას, ასევე, შეუძლია, ადამიანს ნაკლებ დროში უფრო მეტი მოასწრებინოს და გარდა ამისა, ამ მოცემულობას კომპანიის პერსპექტივით თუ შევხედავთ, პოტენციური კადრი ზუსტად იმ პოზიციისთვის საჭირო ცოდნით აღჭურვოს, როგორსაც ეძებს.

 

რა თქმა უნდა, რასაც „გუგლი“ გვთავაზობს, სულაც არ არის ახალი. ტრენინგები ხომ დიდი ხანია, უკვე არსებობს – ვთქვათ, პროფესიული განათლების კუთხით. თუმცა განსხვავება, ამ შემთხვევაში, ისაა, რომ Google-ს სახელი აქვს და მის სერტიფიკატს სხვა კომპანიებიც მიიღებენ და აღიარებენ, მაგალითად, როგორც პრესტიჟული უნივერსიტეტის მაგისტრანტობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

 

Google–ის ინიციატივა მნიშვნელოვანია, ასევე, სხვა დამქირავებლებისთვისაც. მაგალითად, ბევრმა კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ბევრად უკეთესია თანამშრომელი პიროვნული თვისებების გამო აიყვანო და პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციის მიღებაში შენ, როგორც კომპანიამ იზრუნო.


 

თუ  დამსაქმებელი ხარ, შეგიძლია, თუ არა, შეიმუშაო სამუშაო ტრენინგის საკუთარი პროგრამა? – რა თქმა უნდა, კი. იქნებ, უკვე გაქვთ კიდევაც შიდა ტრენინგის პროგრამა, რომელიც თქვენი კურსის საფუძვლად შეგიძლიათ, აქციოთ?

 

ეს, ერთი მხრივ, ჩადებული ინვესტიცია იქნება, რომლიდანაც თქვენი კორპორატიული კულტურისთვის შესაბამისი კადრის მოძიებას შეძლებთ, მეორე მხრივ, კი დამატებითი შემოსავალიც. ვინაიდან, ელექტრონული სწავლების პლატფორმების გამოყენებით, თქვენს პროგრამაზე დასწრება ფასიანი იქნება და წარჩინებული მონაწილე, კურსის ბოლოს, სერტიფიკატსაც მიიღებს.

 

ასევე, ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამა თავად დამსაქმებლებს დიდად შეუწყობს ხელს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გაღრმავებასა თუ პოტენციურ კანდიდატებთან ემოციური კავშირის დამყარებაში.

 

ბოლოს და ბოლოს, თუ თქვენი კომპანიის გამოცდილება დადებითი იქნება, თქვენი აზრით, სად წავლენ ისინი, პირველ რიგში, სამუშაოდ?

 

მართლა შეუძლია კოლეჯის ჩანაცვლება?

ბარისოს სტატიის მკითხველთა ნაწილი ამბობდა, რომ „გუგლის“ ინიციატივა ფულის კეთების ერთ-ერთი საშუალება იყო, რომ კურსდამთავრებულები „გუგლში“ ვერ დასაქმდებოდნენ და საბოლოოდ, კოლეჯში წასვლის აუცილებლობის წინაშე მაინც დადგებოდნენ.

 

„გუგლის“ ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომ სხვა კომპანიებიც მიყვნენ ამ ინიციატივას. ბევრმა ეს უკვე გააკეთა. მაგალითად, Google-მა 50-ზე მეტი დამსაქმებლისგან შემდგარი კონსორციუმი ჩამოაყალიბა, რომელთაც შეუძლიათ, Google– ის სასერტიფიკატო პროგრამა შეამოწმონ, უპირატესობა ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს მიანიჭონ.

 

მონაწილე კომპანიები არიან:

 

Walmart

Intel

Sprint

Bank of America

PNC

Best Buy

H&R Block

Hulu

Infosys

Sam’s Club

Google აცხადებს, რომ მისი სასერტიფიკატო პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ ხალხს დასაქმებაში დაეხმაროს. კომპანია, ამჟამად,  ყველა ზომის კომპანიასთან თანამშრომლობს.  თუმცა ის არ მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც სამუშაო აღწერილობაში ოთხწლიანი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვენ, როგორიცაა: Apple, IBM და სხვ.

 

რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი დამქირავებელი მიიღებს ამ პრაქტიკას, მით უფრო ძლიერ იმპულსი იქნება „გუგლისთვისაც“, რომ ინიციატივა განაგრძოს.

 

კიდევ ერთი კრიტიკა, რომელიც მკითხველისგან გაისმა, იყო, კონკრეტულ ცოდნასა და გამოცდილებებთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღების შემთხვევაში გექნება.

 

„სტუდენტებს სჭირდებათ მეტის ცოდნა, რეალურ სამყაროში, სხვებისთვის კონკურენციის გაწევა რომ შეძლონ“, – წერდა ერთი-ერთი LinkedIn– ზე. „მათ სჭირდებათ სიღრმე, თვალსაწიერის გაფართოება და კრიტიკული აზროვნების უნარი“.

 

ბარისო კი ამბობს, რომ კრიტიკული აზროვნების უნარი მან საშუალო სკოლაში, მესამედან მეხუთე კლასის ჩათვლით, ყოველ პარასკევს გამართულ არატრადიციულ სასწავლო პროგრამაში ჩართულობით მიიღო. როგორც ამბობს, ეს ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა.

 

აქ გაიგო მჟავურ წვიმაზე, პრობლემიდან გამოსავლის მოძებნის გზებზე და ა.შ.

 

„არ ვფიქრობ, რომ Google–ის პროგრამა მთლიანად შეცვლის კოლეჯის განათლებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი – ცალკე გზა სტუდენტებისთვის, რომლებიც რაიმე განსხვავებულს ეძებენ, ვიდრე ტრადიციული უმაღლესი განათლებაა“, – ამბობს ჯასტინ ბარისო. „ახლა ის დროა, გლობალურმა პანდემიამ მილიონობით ადამიანი სამსახურიდან რომ გამოყარა. და ის დროცაა, უნარებზე დაფუძნებულ ტრენინგებზე დიდი მოთხოვნა რომ არის.

 

როგორც ნებისმიერ ინდუსტრიაში, არჩევანის შესაძლებლობა კარგი რამეა. კონკურენციაც კარგი. სწორედ ამ დროს იბადება სიახლე. ინოვაციიდან კი მოდის გარღვევა. შეფერხებიდან – პროგრესი.

 

ამიტომ, მოემზადეთ, ცვლილებების დროა!“


MARKETER

თეგები:
Google



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up