Google ტრაციციული პაროლების გაუქმებისათვის მორიგ ნაბიჯებს დგამს. აი-ტი გიგანტის ტექნოლოგიებისა და პროექტების გუნდის ხელმძღვანელის, დენ კაუფმანის განცხადებით, კომპანია ბოლო პერიოდში ახალ, პაროლის ჩამნაცვლებელ ტექნოლოგიაზე მუშაობდა.
ახალი ტექნოლოგია, რომელსაც Trust API ეწოდება, იყენებს სხვადასხვა სახის სენსორებს, რაც თქვენს სმარტფონს იმის განსაზღვრაში ეხმარება, თუ ვინ იყენებს მას. სხვადასხვა სახის Android-ის ოპერაციული სისტემები მომხმარებლის ამომცნობ Smart Lock-ს უკვე იყენებენ, რომელიც თქვენი სახის, ხმის, მოძრაობისა და ადგილმდებარეობის დადგენას ახერხებენ.
„სენსორები თქვენი სიარულის მანერას შეისწავლიან და თუკი მასში რაიმე საეჭვო დაფიქსირდება, ტელეფონი მაშინვე დაიბლოკება," მითითებული იყო Smart Lock-ის აღწერაში. მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგია მუდმივად ჩართულია, იღებს დიდი რაოდენობით ინფორმაციას და შეუძლია ისიც განსაზღვროს, თუ როგორ ეხება სმარტფონს მისი მომხმარებელი, რაც მის ინდეტიფიცირებაში დაეხმარება.
კაუფმანის განცხადებითვე, თუ ყველაფერი გარგად განვითარდა, ტექნოლოგიაზე წვდომა ყველა Android დეველოპერს წლის ბოლოს ექნება.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული პაროლის ჩანაცვლებაზე წლების განმავლობაში სხვადასხვა კომპანიები მუშაობენ. მაგალითად, Mastercard-მა თებერვალში განაცხადა, რომ ონლაინ გადახდისას მის მომხმარებელს ავთენტიკაცია სელფის გადაღების შედეგად შეეძლება. iPhone 5S კი პირველი სმარტფონი იყო, რომლის ჩართვაც მფლობელის თითის ანაბეჭდით იყო შესაძლებელი.