google-ის 20 წლის მოხალისე დეველოპერი საქართველოდან

google-ის 20 წლის მოხალისე დეველოპერი საქართველოდან

access_time2020-02-08 11:00:33

20 წლის თამთა კაპანაძე შარშან Google-მა სტუდენტ ლიდერებს შორის შეარჩია, რომ საკუთარ უნივერსიტეტში „გუგლთან“ ერთად Google Developer Student Club – „გუგლის“ დეველოპერთა სტუდენტური კლუბი გააკეთოს. 

თამთა ახალციხიდანაა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მან შარშან გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებულ სემინარებზე ვებპროგრამირება და ციფრული მარკეტინგი შეისწავლა. სწორედ ამ სემინარების ტრენერებისგან შეიტყო თამთამ, რომ „გუგლი“ ევროპაში მოხალისე დეველოპერებისთვის კონკურსს აცხადებდა. „გუგლმა“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 60 მოხალისე სტუდენტი აარჩია კონკურსისა და გასაუბრების წესით. ერთ-ერთი თამთა კაპანაძე აღმოჩნდა. 

width=800

„გუგლდეველოპერების კლუბის პროექტს ევროპის მასშტაბით პირველად აკეთებს „გუგლი“ და გადავწყვიტე მეცადა. არ მეგონა გასაუბრების ეტაპზეც თუ გადავიდოდი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 3 000 კონკურსანტს შორის მთელ ევროპაში 60 აგვარჩიეს, მათ შორის მეც. კონკურსში გამარჯვებულები ოქტომბერში პარიზის „გუგლის“ ოფისში მიგვიწვიეს სამიტზე. ჩვენი მიზანი „გუგლის“ სერვისების პოპულარიზება და პროგრამირების პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა, პროგრამისტებისთვის კი იმ სერვისების მიწოდებაა, რაც მათ პროგრამირების პროცესს გაუადვილებს,” – ამბობს თამთა კაპანაძე, „გუგლის“ დეველოპერი საქართველოში, რომელმაც პარიზის ვებსამიტიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „გუგლის“ კლუბი შექმნა და 5 ვორქშოპი ჩაატარა კლუბის გეგმების განსაზღვრისა და სამომავლო საქმიანობის შესახებ. 

width=635

თამთა კაპანაძის „გუგლის“ კლუბის პირველი ოფიციალური ღონისძიება 20 თებერვალს „გუგლის“ ორგანიზებული პროგრამირების გუნდური შეჯიბრის მასპინძლობა იქნება.  ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოყვარულ, დამწყებ და პროფესიონალ პროგრამისტთა 2-4-კაციან გუნდებს. რეგისტრაციის გავლა კი 17 თებერვლამდეა შესაძლებელი. შეჯიბრი 20 თებერვალს, 21:30 საათზე დაიწყება და შუაღამის 2:00 საათამდე გასტანს. პროგრამისტთა ჩემპიონატის შედეგები 25 თებერვალს გახდება ცნობილი.

ონლაინკვალიფიკაციის რაუნდს კი Developer Student Club Akaki Tsereteli State University-სა და WomenTechmakers Georgia-ს გუნდი უმასპინძლებს DSC Akaki Tsereteli State University Hub-ში, სადაც მონაწილეებისათვის სპეციალურად სამუშაო სივრცე იქნება შექმნილი.

„ეს არის „გუგლის“ გლობალური ჩემპიონატი და წელიწადში ერთხელ იმართება მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს. ჩემპიონატის დროს გუნდებს „გუგლი“ აძლევს კონკრეტულ დავალებებს. პროგრამირების სასურველ ენას ჩემპიონატის მონაწილეები თავად ირჩევენ. 


ქუთაისში ჩემპიონატს პირველად ვმასპინძლობთ. ამის საშუალება მოგვცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ონლაინსაკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს გადაცილებულ პირებს, ხოლო ფინალურ რაუდნზე – 18 წელს გადაცილებულებს,”- ამბობს თამთა კაპანაძე. 

ფინალური რაუნდი „გუგლის“ საერთაშორისო ოფისში გაიმართება.

ჩემპიონატის შემდეგ „გუგლის“ კლუბი 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე, ტექნოლოგიური ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. 

თამთას მიაჩნია, რომ პროგრამირება დროის მსვლელობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან პროფესიად იქცევა და გეგმავს საკუთარი პროფესია აუცილებლად პროგრამირებას დაუკავშიროს.

„მათემატიკის კარგი ცოდნა პროგრამირებისთვის საუკეთესო საფუძველია, კომპიუტერული მეცნიერებები უნივერსიტეტში არჩევითი საგნებია ჩემთვის და ანდროიდდეველოპერობას ვგეგმავ, ამ სისტემისთვის აპლიკაციების შექმნა ჩემი დიდი ინტერესია. რა ტიპის აპლიკაციებს შევქმნი, ეს დამკვეთებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საქმე ძალიან მოთხოვნადი იქნება. ახლა სწორედ აპლიკაციების შექმნის სწავლას ვიწყებ.

„გუგლის“ ვორქშოპებმა პარიზში დამარწმუნა, რომ ეს მიმართულება ჩემია. საერთოდ ყველაზე მეგობრული კომპანიაა, მაგალითად, „გუგლის“ პარიზის ორგანიზაციის წარმომადგენელი სულ კონტაქტზეა, ყველა კონტინენტის კლუბთან უწევს კონტაქტი, ყველასთვის ინდივიდუალური და სხვადასხვაგვარი რჩევების მიცემა უწევს: რაც გერმანიაში მუშაობს, მაგალითად, ის საქართველოში არ იმუშავებს და ამიტომ.  მიუხედავად ამისა, მაინც ყველასთან ახერხებს აქტიურ კონტაქტს, მანძილი ხელს არ გვიშლის, გავცვალოთ იდეები და რეკომენდაციები,“- ამბობს თამთა.

width=800

თამთა კაპანაძე – „გუგლის“ მოხალისე დეველოპერი საქართველოდან

ტექნოლოგიების მიმართ მისი დიდი ინტერესი შემთხვევითი არ არის. თავადაც აქტიურად იყენებს უამრავ სხვადასხვა აპლიკაციას და დარეგისტრირებულია თითქმის ყველა დიდ სოციალურ ქსელში. თამთას ყველაზე საყვარელი აპლიკაცია მათემატიკის აპლიკაციაა, რომელიც გრაფიკებსაც კი გიდგენს წარმოსახვისთვის და შემთხვევითობების პრიციპით ამოცანებსაც გთავაზობს ამოსახსნელად. 

თამთა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრიცაა და შარშან ქუთაისში ახალგაზრდების საჭიროებებს იკვლევდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათი ძირითადი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირე, არაანაზღაურებადი სტაჟირება, ქალაქში თვითრეალიზებისა და გართობისთვის მოსახერხებელი ადგილების არარსებობა და უნივერსიტეტის ლექციების მოუხერხებელი გრაფიკია, რაც მათ ართმევს დასაქმების შესაძლებლობას.   

„ვიცი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ყველგან აქვთ საქართველოში ახალგაზრდებს, მაგრამ ქუთაისსა და ჩემს მშობლიურ ახალციხეშიც არანაკლებ მწვავედ დგას ეს საკითხი. ახალციხეში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, იქვე განვითარება, დასაქმება რომ გინდოდეს, არაფერი გამოგივა. მიუხედავად ამისა, ჩემი მიზანი ამ მდგომარეობის შეცვლა და ახალციხეში დაბრუნებაა,” – ამბობს თამთა.


„ბათუმელები“

თეგები:
google



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up