Google-ი iPhone-ის კონკურენტ სმარტფონს უშვებს

Google-ი iPhone-ის კონკურენტ სმარტფონს უშვებს

person access_time2016-10-04 16:00:04

Google ახალი ტექნოლოგიური პროდუქციის წარდგენას მიმდინარე კვირაში აპირებს. მათ შორისაა ორი სმარტფონი, Pixel და Pixel XL, რომლებმაც კონკურენცია iPhone-ს უნდა გაუწიონ. გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის ახალი სმარტფონები HTC-იმ შექმნა, რომელშიც უახლესი ოპერატიული სისტემა, Android Nougat იქნება დაყენებული.

 

 

როგორც Independent-ი წერს, Carphone Warehouse-მა შეთხვევით წინასწარ გამოაქვეყნა Pixel-ისა და Pixel XL-ის ფოტოები. სავარაუდოდ Pixel-ი, iPhone-ის მსგავსად ორი ზომის იქნება - 5 და 5.5 ინჩიანი. თუმცა აღსანიშნავია, რომ Google-ის სმარტფონს, iPhone 7-ისგან განსხვავებით, ტრადიციული ყურსასმენები ექნება.

 

 

Pixel-ის ოპერატიული მეხსიერება 4 GB-ის შეადგენს, ხოლო კამერას კი 12 მეგა-პიქსელი აქვს. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, მომხმარებელს 32GB-დან 128GB-მდე მოცულობის არჩევის შესაძლებლობა ექნება. ასევე ნავარაუდებია, რომ Google-ის სმარტფონები წყალგამძლეც იქნება.


 

 

ტელეფონების მფლობელებს ექნებათ პირდაპირი წვდომა Google-ის ახალ საკომუნიკაციო პროდუქტებთან, Google Allo-სა და Duo-სთან. ორივე მათგანის პრეზენტაცია მიმდინარე წლის დასაწყისში გაიმართა.

 

 

რაც შეეხება სმარტფონების კონკრეტულ ფასს, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდოდ, დაზუსტებულ ინფორმაციას Google-ის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე შევიტყობთ, სადაც არამარტო ახალი სმარტფონები იქნება წარმოდგენილი.

 

ყველაზე საინტერესო დეტალები Google-ის პრეზენტაციიდან commersant-ზე მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

 

 



გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up