კომპანია Google-ი დისტანციური მუშაობის რეჟიმს სულ მცირე 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი კომპანიაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კომპანიაში თანამშრომლებს განუცხადეს, რომ სახლიდან მუშაობის რეჟიმი 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge