სერვისმა Google Cloud რუსეთის ფედერაციიდან ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია შეწყვიტა, წერს Business Insider კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.
Google Cloud–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით მიიღებენ მომავალში გადაწყვეტილებებს.
ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ბელარუსში სერვისი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
მანამდე Google–მა რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ მომხმარებლებს აპლიკაციის Play Market შეძენა აუკრძალა და მხოლოდ უფასო კონტენტზე დაუტოვა წვდომა.