Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

access_time2019-05-20 20:00:13


რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან.


განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან.


ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის.


16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული, აამუშავა სერვისი Froogle, რომელიც აკეთებდა იგივეს - ეხმარებოდა მომხმარებლების საჭირო საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში. მთელი ამ წლების მანძილზე Google გადაიქცა უბრალოდ წარმატებული საძიებო სისტემიდან გიგანტურ კორპორაციად  - ონლაინ-სერვისების დიდი და მრავალფეროვანი პორტფელით.


ასევე იცვლებოდა დამოკიდებულება ინტერნეტ-ვაჭრობისადმი. Froogle ჯერ გადაკეთდა  Google Product Search-ად,  შემდეგ კი Google Shopping-ად,  სადაც გათვალისწინებული იყო ასევე საქონლის ფასიანი განთავსება.


2013 წელს კორპორაციამ აამუშავა მიწოდების საკუთარი სამსახური Google Express, 2019 წელი კი შესაძლებელია გახდეს ინტერნეტ-ვაჭრობაში ახალი ეპოქის დასაწყისი.



ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა Google Shopping-ის გადატვირთვის შესახებ, რომელიც გააერთიანებს ყველა რესურსს და სერვისს, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ-ვაჭრობასთან.  როდესაც კლიენტი მოძებნის მისთვის სასურველ საქონელს, ის შეძლებს მის შეძენას პირდაპირ Google-ში და მიიღოს ის Google Express-ის მეშვეობით.


ამავე დროს გათვალისწინებულია Google-ის გარანტია  ფულის დაბრუნების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ საქონელი აღმოჩნდება უხარისხო ან მიწოდება დაიგვიანებს.


„ეს სიახლეები მისცემენ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ აირჩიონ და შეიძინონ საქონელი ყოველგვარი ბარიერების გარეშე, იქ, სადაც ისინი შედიან მათთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად -  Search-ში, Google Images-ში, YouTube-ში და განახლებულ Google Shopping-ში“,— განაცხადა კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სუროჯიტ ჩატერჯიმ.


ფაქტია, რომ Google Shopping-ის გაერთიანების და ყველა არსებული რესურსების გამოყენებით, ინტერნეტ-გიგანტი ცდილობს ადრე დაქსაქსული სერვისების ეფექტურობის მკვეთრ ზრდას და ამით  კონკურენციის გაწევას ევროპაში და შტატები ინტერნეტ-ვაჭრობის უპირობო ლიდერის  - Amazon-თვის.


არსებული შეფასებების თანახმად, ჯერ ბეზოსის კომპანიაზე მოდის აშშ-ში ონლაინ ვაჭრობის 40-50%.
Google-ის ინიციატივამდე რამდენიმე კვირის წინ ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე გამოვიდა Instagram, რომელიც, როგორც ცნობილია, ეკუთვნის Facebook-ს.  მარკ ცუკერბერგი უკვე დიდი ხანია ქმნის თავისი სოციალური ქსელიდან დამოუკიდებელ სავაჭრო პლატფორმას, ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებით და საკუთარი საგადამხდელო სისტემით.


ეს აქტიურობა გასაგებიცაა - eMarketer-ის მონაცემებით, 2019 წლის ბოლოსთვის გლობალური ონლაინ-ვაჭრობის მოცულობა მიაღწევს 3,5 ტრლნ. დოლარს და  განაგრძობს ზრდას უახლოესი წლების მანძილზე.


გასაკვირი იქნებოდა, რომ ისეთმა გიგანტებმა, როგორც Google და Facebook არ მოინდომონ ამ ბაზრიდან საკუთარი წილის მიღება.


19 მარტს ცნობილი გახდა, რომ Instagram-ში გაჩნდა ახალი ფუნქცია - საქონლის შეკვეთა და შეძენა. სისტემა იძლევა საქონლის თეგებით მონიშვნის საშუალებას, რა დროსაც კლიენტი ხედავს პროდუქტს, მის აღწერილობას, ფასს და ძირითად მახასიათებლებს, შემდეგ კი ირჩევს პროდუქტის სასურველ და ხელმისაწვდომ პარამეტრებს.


ამის შემდეგ საკმარისია დაჭერა ღილაკზე - „შეკვეთა“  და ფულის გადახდა. შესაბამისად, კლიენტის ყიდულობს სასურველ საქონელს ისე, რომ არც კი გამოდის Instagram-იდან.


ორი ინტერნეტ-გიგანტის გამოსვლა ონლაინ-ვაჭრობის გლობალურ ბაზარზე  მას გაცილებით უფრი კონკურენტულს და მრავალფეროვანს გახდის.


rbc.ru



თეგები:
Google Amazon



m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up