Google, Adobe და Nvidia ChatGPT-ის ხაზით AI პროექტებს იწყებენ - FT

Google, Adobe და Nvidia ChatGPT-ის ხაზით AI პროექტებს იწყებენ - FT

access_time2023-03-26 14:00:25

ამერიკული Google, Adobe Inc. და Nvidia Corp. ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით კონტენტის შექმნის სფეროში ახალი პროექტებს იწყებენ. ანალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს ChatGPT ჩატბოტი, რომელმაც მსოფლიო მედიისა და სპეციალისტების ყურადღება მიმდინარე წლის დასაწყისში მიიპყრო.

 

როგორც Financial Times-ი წერს, Google-მა, Alphabet Inc.-ის ნაწილმა, Bard chatbot წარადგინა. ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომ ინტერნეტ გიგანტი გენერაციული (კონტენტის შემქმნელი) ხელოვნური ინტელექტის მონეტიზაციის გზაზე კონკურენტებს არ ჩამორჩეს. ეს არის Google-ის პირველი დამოუკიდებელი AI-ზე დაფუძნებული სამომხმარებლო პროდუქტი.

  

Bard-ი პასუხობს ტექსტურ კითხვებს და იმუშავებს Google-ის საძიებო სისტემისგან განცალკევებით. პროექტის ერთ-ერთი ლიდერის ჯეკ კრაუჩიკის თქმით, კომპანიას სურს ჩატბოტი განიხილებოდეს როგორც ექსპერიმენტი იდეებისა და სტრატეგიების გენერირებაში და არა საძიებო სისტემის ჩანაცვლებად.

 

ჩეთბოტების სფეროში Google კვლავ ჩამორჩება Microsoft Corp.-ს, წერს გამოცემა. იანვარში Microsoft-მა გამოაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა OpenAI-ში.


 

FT-ის მიერ მოყვანილი კრიტიკოსების აზრით, Google-ს ნელ-ნელა შეეგუა გენერაციული AI ძიების შედეგების განზოგადების უნარს და კომპანიის საძიებო სისტემა წარმოუდგენლად მომგებიანია.

 

გამოცემა წერს, რომ მანამდე Baidu Inc.-მა გამოუშვა თავისი ჩატბოტი, რომელსაც Ernie ჰქვია და წარმოდგენილია, როგორც ChatGPT-ის ალტერნატივა ჩინურენოვანი მომხმარებლებისთვის.

 

რაც შეეხება Adobe-ს, მან  მომხმარებლებს Firefly ტექნოლოგია წარუდგინა, რომელიც კომპანიის პროგრამულ პროდუქტებში კონტენტის შექმნას გაამარტივებს.

 

Firefly დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე და შეუძლია სურათების და ტექსტური ეფექტების გენერირება, ნათქვამია Adobe-ის განცხადებაში. ტექნოლოგია Adobe Sensei-ის ნაწილი იქნება, რომელიც დაფუძნებულია გენერაციულ AI-ზე.


თეგები:
Google Adobe Nvidia ChatGPT



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up