„GOODWILL-ის რეაბილიტაციის პროცესის მართვის მომსახურების გაწევა ჩვენი ერთ–ერთი რიგითი პოტენციური პროექტია“

„GOODWILL-ის რეაბილიტაციის პროცესის მართვის მომსახურების გაწევა ჩვენი ერთ–ერთი რიგითი პოტენციური პროექტია“

access_time2017-02-17 10:20:53

„გუდვილის რეაბილიტაციის პროცესის მართვის მომსახურების გაწევა ჩვენი ერთ–ერთი რიგითი პოტენციური პროექტია"-ამის შესახებ აუდიტორული კომპანია „ნექსიაში" რამდენიმე დღის წინ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ აცხადებენ. საუბარია სს „გუდვილში" ამჟამად მოქმედი რეაბილიტაციის მმართველის („ბიზნეს ქეარ კრპორეიშენი" - ნოდარ პაპუკაშვილი) შპს „ნექსია თიეი"-ით შესაძლო შეცვლის საკითხზე.


გასული კვირის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ჭუნიაშვილმა, რომელიც ს.ს. „გუდვილის" გადახდისუნარიანობის საქმეს აწარმოებს, „გუდვილის" კრედიტორთა ნაწილის განცხადებას, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე, უარით უპასუხა.



იმ შემთხევევაში, თუ რიგგარეშე კრება დაინიშნებოდა, დღის წესრიგის თანახმად, მას რეაბილიტაციის მმართველის შეცვლის საკითხზე უნდა ემსჯელა და შესაბამისად, ახალ მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოვალეობაც ხელახლა უნდა განესაზღვრა და დაემტკიცებინა. ანუ, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, „გუდვილის" მართვაში ხავერდოვანი გადატრიალება მოხდებოდა.


„კომერსანტი" დაინტერესდა რატომ მონაწილეობს ცნობილი აუდიტორული კომპანია "ნექსია" ისეთ  საეჭვო გარიგებაში, როგორიც არის რამდენიმე კრედიტორის მხრიდან "გუდვილის" ხელში ჩაგდების მცდელობა?


„კომერსანტის" კითხვას „ნექსიაში" სპეციალური განცხადებით უპასუხეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში გაცნობებთ, შპს " ნექსია თი ეი" არის მსოფლიოს აუდიტორული კომპანიების დიდ ათეულში შემავალი ნექსია ინთერნეიშენალის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. ნექსიას ქსელი მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ოფისს აერთიანებს, აღნიშნული გლობალური ქსელის უპირატესობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქსელის წევრ კომპანიებში ხდება ერთმანეთისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურების ნაწილში, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის რეაბილიტაციის მართვის მომსახურების გაწევა.



როგორც მოგესხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" რეაბილიტაციის მმართველის არჩევის დისკრეცია გააჩნიათ კრედიტორებს. კრედიტორებმა მიმართეს მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შემავალ აუდიტორულ კომპანიებს მათ შორის შპს „ნექსია თი ეის" გუდვილის რეაბილიტაციის პროცესის მართვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანიისთვის აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოადგენს ერთ–ერთ რიგით პოტენციურ პროექტს. როგორც სხვა აუდიტორულ კომპანიებმა, „ნექსია თიეიმაც" წარადგინა კომერციული წინადადება აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილი გახდა კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს ნექსიას წინადადებას.


სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განგიცხადოთ, რომ შპს „ნექსია თი ეი" წარმოადგენს როგორც ს.ს გუდვილისგან, ასევე კრედიტორთაგან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ, მაღალი პროფესიული კვალიფიკიციისა და შესაბამისი რეპუტაციის მქონე აუდიტორულ კომპანიას.

რაც შეეხება კითხვას ე.წ. „საეჭვო გარიგების“ შესახებ: მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია შპს ,,ნექსია თი ეი“-სათვის გაუგებარია, თუ რა იგულისხმება ე.წ. „საეჭვო გარიგებაში“ და აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე შეუძლებელია რაიმე კომენტარის გაკეთება.


დამატებით მოგახსენებთ, რომ სს „გუდვილი"-ს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ კრედიტორთა კრების მოწვევასა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრედიტორების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაზარალდეს რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს ინტერესები"-აცხადებენ „ნექსიაში".


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up