„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ - როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს“

„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ - როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს“

access_time2019-11-07 15:52:04

How many black women do you know who works on my position? - ვისაც ამერიკული სერიალი Suits გინახავთ, გემახსოვრებათ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირის, საადვოკატო ფირმა Pearson Hardman-ის მმართველი პარტნიორის ჯესიკა პირსონის ეს კითხვა საყვარელი ადამიანისადმი. ჯესიკას სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს, საბოლოოდ კი თავისი ფირმის ერთგული რჩება.


სამწუხაროდ, ქალები ასეთი არჩევანის წინაშე დგებიან, რადგან საზოგადოება მათ უამრავ სტერეოტიპულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ის ქალები კი ვინც ოჯახურ ცხოვრებასა და პროფესიულ განვითარებას ერთმანეთს ჰარმონიულად უთავსებენ, თითით საჩვენებლები ხდებიან-ხოლმე, როცა ვთანხმდებით, რომ ამაში გასაოცარი და განსაკუთრებული წესით, არაფერი უნდა იყოს.


იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი ჰარმონია მიღწევადია, რომ ქალები ოჯახური პასუხისმგებლობების გარდა სხვა საქმეებისთვისაც იბადებიან, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი აქტივობა დაიწყო. მათ შორის, წარმატებული ქალები წერენ წიგნებს, რათა თავიანთი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ, გახდნენ მოტივატორები. ასეთი მაგალითია სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი GirlBoss“, რომელიც 2014  წელს გამოიცა და რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაო“. წიგნებში მოთხრობილია ნულიდან დაწყებული ბიზნესსაქმიანობების შესახებ, რომელიც დღეს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითებს წარმოადგენს.


„ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ორივე წიგნი სულ რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე. წიგნების გამოცემასთან დაკავშირებით, პროექტის ორგანიზებით 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „მოქსიში“ სთორითელინგ ღონისძიება „გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ“ გაიმართება.


ღონისძიებაზე თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ ვინტაჟური/მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „ვინტილატორისა“ და „რაბაზარიას“ თანადამფუძნებელი შოკო ჩიჩუა, Facebook-ის ჯგუფ Beauty Lab-ის დამფუძნებელი და Forbes Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი ქეთა ბაღაშვილი; „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი და Coaching Lab-ის დამფუძნებელი ირინე ჭოჭუა.


ღონისძიების ორგანიზატორმა და  პროექტ „ლურჯი ოკეანის“ მენეჯერმა თათია ტურაშვილმა განგვიმარტა, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართება რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაოსა“ და სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #GirlBoss-ის“ წარდგენაც.



„ლურჯი ოკეანის ღონისძიებები ჩვენი წიგნების თემატიკიდან გამომდინარეობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ახალი წიგნები ჩვენს მკითხველს არამხოლოდ ნაწარმოებებზე საუბრის ფორმატში, არამედ უფრო რეალური მაგალითებით გავაცნოთ, რათა დავიწყოთ დისკუსიები მათ გარშემო. ამ ორი ახალი წიგნის შემთხვევაში, გვსურს, მაქსიმალურად წამოვწიოთ და ქართული საზოგადოებას ვაჩვენოთ სხვადასხვა პროექტზე მომუშავე ქართველი გოგონებისა და ქალების საინტერესო ისტორიები. გაგვიხარდება, თუ ეს ისტორიები ჩვენს აუდიტორიას მისცემს მოტივაციას, იმუშაონ საკუთარ იდეებზე და მუდმივად იზრუნონ თავიანთ პიროვნულ განვითარებაზე“, - აღნიშნა თათია ტურაშვილმა.


დღეს, ბევრ ქალს ერთი Facebook ჯგუფი - Beauty Lab გვაერთიანებს, სადაც ერთმანეთს სილამაზისა და თავის მოვლის შესახებ რჩევებს ვაძლევთ. მისი დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი კი ღონისძიებაზე ჯგუფის ისტორიასა და წარმატების ამბავს მოგვითხრობს.


„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, უკვე შექმნეს რაღაც და შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ. გაჩვენონ, როგორ გადალახეს სირთულეები. საქართველოშიც ზუსტად ეს ბარიერებია წარმატების მისაღწევად, როცა ქალი ხარ. ძალიან ცოტა მაგალითი გვყავს, პატარა გოგონებს, ვისი ისტორიაც შეიძლება რელევანტური და შემდეგ ინსპირაციული იყოს ჩვენთვის. ვიღაცის ისტორიამ უნდა შეგვძრას, რომ ჩვენში გააღვიძოს მებრძოლი, რომელიც იტყვის, რომ მასაც შეუძლია ამის გაკეთება“. - აღნიშნა ქეთამ ჩვენთან საუბარში.


დიდი ხანი არ არის, რაც ირინა ჭოჭუამ Coaching Lab დააფუძნა. დღემდე დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ კომპანიებს Coaching-სა და ჩვეულებრივ ტრენინგებს შორის განსხვავება აუხსნას და როგორც ჩანს, კარგადაც გამოსდის, რადგან ორგანიზაცია წარმატებით ოპერირებს. ამ წარმატებამდე ირინას ბევრი სირთულის დაძლევა მოუწია, ყველაფერზე კი 14 ნოემბერს დეტალურად ისაუბრებს.


„ღონისძიებაზე პრეზენტაციის თემას დავარქვი „შენი უკეთესი ვერსია“. მთავარი მესიჯი იქნება იმის ჩვენება თუ ადამიანს და ამ შემთხვევაში, ქალს ბიზნესის დასაწყებად რა უნარები სჭირდება, როგორ უნდა იმუშაოს მიზნების ჩამოყალიბებაზე სტრეს ფაქტორების გათვალისწინებით, რადგან მოუწევს შიშთან და წინააღმდეგობასთან ერთად საქმიანობა.


ეს იქნება ჩემი პირველი პირიდან მოთხრობილი ისტორია, მე როგორ გავიარე ეს გზა და როგორ ვიმუშავე საკუთარ თავზე იმისათვის, რომ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა და ჩემი მიზნისთვის მიმეღწია, - განმარტა ირინა ჭოჭუამ.


როგორ დავესწროთ ღონისძიებას? TKT.ge-ზე უკვე იყიდება ბილეთები, რომელთა შეძენაც 14 ნოემბრამდეა შესაძლებელი.


https://tkt.ge/Event/212833/gons-moege-dao-gza-liderobisken


(R)





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up