გონივრული ზრდა: ბიზნესის შექმნის საიდუმლო, რომელიც დიდხანს იარსებებს

გონივრული ზრდა: ბიზნესის შექმნის საიდუმლო, რომელიც დიდხანს იარსებებს

access_time2020-10-18 20:15:08

1928 წელს ახალგაზრდა კარიკატურისტმა და მეოცნებემ, უოლტ დისნეიმ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იდეა მოიფიქრა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მთელ თაობებში: ეს მიკი მაუსი იყო.

დღეს, ეს საყვარელი პერსონაჟი თითქმის 100 წლისაა და კომპანია Disney დღითიდღე სულ უფრო ძლიერდება. ბენჯამინ შვარცი The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დისნეიმ ”თავისი პერსონაჟები ისე ღრმად აღბეჭდა ეროვნულ ფსიქიკაში, ასე არც ერთი ყოფილა ამერიკის პოპულარული კულტურის ისტორიაში”. მართლაც გაგიჭირდათ ვინმეს მოძებნა, ვისზეც მის ოსტატობას შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

უნდა ითქვას, რომ უოლტ დისნეი როგორც დამფუძნებელი და ანტრეპრენერი, ხელმძღვანელობის სტილის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც მთელი სოცოცხლე ხან რას ქმნიდა და ხან რას. ის გამოცდილი ლიდერი იყო და ისეთი კომპანია შექმნა, რომელსაც ძლიერი ფასეულობები ჰქონდა და თანაავტორების ჰემანტ ტანეიასა და კენ შენოს აზრით, სწორედ ამ ხედვასა და პრინციპებზე ყურადღების გამახვილებამ განაპირობა კომპანიის გრძელვადიანი ზრდა. “კომპანიის წარმატება მისი ლეგენდარული დამფუძნებლის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც, იმის დადასტურებაა, თუ როგორი ძლიერია ლიდერობის სისტემა, რომელიც დროს უძლებს, – წერენ ისინი.

ბევრი დამფუძნებელი კომპანიის წარმატებაზე ზრუნავს, მაგრამ ცოტა ფიქრობს ისეთი სისტემისა და კულტურის შექმნაზე, რომელიც მათ შემდეგაც დიდხანს დარჩება.

ამგვარი სტრუქტურები იმ შემთხვევაში არსებობენ დიდხანს, როდესაც ნელი და სტაბილური ტემპით იზრდებიან, ეს არის მათი წარმატების გასაღები.

ისეთი კომპანია შექმენით, რომელიც თქვენს შემდეგაც იარსებებს

”ამ სტრუქტურის დიდხანს არსებობა საკუთარი თავის ხელახლა შექმნას ან მომავლის თავიდან აღმოჩენას გულისხმობს”, – სატია ნადელა, Microsoft- ის აღმასრულებელი დირექტორი.

როდესაც მარათონზე ფიქრობთ, პირველად რა მოგდით თავში?

ნებისმიერმა ლიდერმა იცის, თანმიმდევრულობა წარმატების მთავარი გასაღებია. ტანეია და შენო წერენ, რომ ელვისებური სისწრაფით ზრდის დიდი სურვილის მიუხედავად, უპირველესი მნიშვნელობა ტემპსა და შეუპოვრობას აქვს. ეს იმიტომ, რომ სტრატეგიული ქცევა იმას ნიშნავს, რომ სტაბილური კომპანია უნდა შექმნათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნელი წვა საუკეთესო მიდგომაა.


ჩემი კომპანია 14 წელიწადზე მეტი ხნის წინ დავაფუძნე და ვიცოდი, რომ უზადო პროდუქტის შექმნა და ერთგული მომხმარებელი მინდოდა, და ჯანსაღი ატმოსფერო ჩემი თანამშრომლებისთვის. მაგრამ ეს ზუსტად რას ნიშნავდა? ჩემთვის ეს სწავლასა და ზრდას ნიშნავდა ჩემს გუნდთან ერთად, და არა დროის დახარჯვას იმაზე, რომ TechCrunch-ის მწვერვალებისთვის მიმეღწია.

მთელი ამ წლების შემდეგ, ჩვენს წარმატებას მთლიანად იმას მივაწერ, რომ ოპერაციების გაუმჯობესებაზე გვქონდა ყურადღება გამახვილებული და არა აგრესიულ ზრდაზე. ამან მიგვიყვანა ძლიერი, ნაყოფიერი კულტურის შექმნამდე და ამასთან ერთად, მოქნილ სამუშაო პროცესებამდე.

მთელი ჩემი დრო დაჩქარებული ზრდისთვის რომ მომენდომებინა, ხანძრების ჩაქრობაში ვიქნებოდი მთელ გზაზე და ყოველ ახალ პრობლემას პირისპირ შევეჯახებოდი. ვერ შევძლებდი შესანიშნავი პროდუქტისა და ისეთი ატმოსფეროს შექმნას, სადაც ნებისმიერი ადამიანი ბედნიერად იგრძნობდა თავს.

როდესაც დრო მოვა და ჩემს კომპანიას სხვას გადავცემ, მინდა მან განვითარება გააგრძელოს და არ იფიქროს მხოლოდ იმაზე, რომ ყველამ 24 საათი უნდა იმუშაოს შვიდი დღის განმავლობაში.

ნუ იჩქარებთ თანამშრომლების დაქირავებას

Microsoft -ის აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა თავისი გასაოცარი წიგნში „განაახლეთ“ წერს: ”არ მსურს იმის მოსმენა, რომ კომპანიაში ვიღაც ყველაზე ჭკვიანია. მსურს მოვისმინო, ისინი მთელ თავის ნიჭსა და გონებას იმისთვის იყენებენ, რომ გუნდში ყველას ესმოდეს ერთმანეთის და მოქმედების კურსზე ერთდ მუშაობდნენ”.

ყველაფერი აქამდე მიდის: კარგი თანამშრომლები მთელ თქვენს კომპანიას წინ წაიყვანენ და, როგორც ნადელა აღნიშნავს, თქვენი წასვლის შემდეგაც ასე გაგრძელდება. ”ჩემი გზავნილის მთავარი არსი ასეთია: Microsoft -ში კულტურის შეცვლა არც ჩემზეა დამოკიდებული, არც თუნდაც იმ მთავარ ლიდერებზე, რომლებთანაც ყველაზე მჭიდროდ ვთანამშრომლობ”, – ამბობს ის. ”ეს კომპანიის თითეულ თანამშრომელზეა დამოკიდებული.”

მაგალითად, უოლტ დისნეის კომპანია კვლავ ინოვაციურ ცენტრად რჩება იმის გამო, რომ მკაცრი მიდგომა აქვს და ყოველ ახალ თანამშრომელთან ხედვისა და ფასეულობების პრიორიტეტების განსაზღვრას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. ტანეიამ და შენომ აღნიშნეს, რომ: ”ამისთვის კი, დისნეი ყოველ თანამშრომელს ენდობა, როგორც ბრენდის მმართველს, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია მძიმე მეთვალყურეობის გარეშე”.

როდესაც თქვენს მორიგ თანამშრომელზე დაფიქრდებით, გრძელვადიან ურთიერთობაზე იფიქრეთ და არა მყისიერ სარგებელზე. რა გავლენას მოახდენს თითეული ადამიანის შრომა, რომ თქვენს ბიზნესს ხანგრძლივი არსებობა ჰქონდეს გარანტირებული? მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამ წუთას ყველაზე გამოცდილი ადამიანის აყვანა გსურდეთ სამსახურში, მაგრამ აუჩქარებელი მოქმედება ისეთი გუნდის შექმნის საშუალებას მოგცემთ, რომელიც თქვენი წასვლის შემდეგ თქვენს ძირითად ღირებულებებს მიბაძავს.

გააზრებულად გაზარდეთ კომპანია

ასე რომ, პირველი კარგი ნაბიჯი თანამშრომლების სამსახურში აყვანაა ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, მაგრამ შემდეგი უკვე ღრმა ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს თქვენს კომპანიაში. ბევრ ანტრეპრენერს ქარიზმატულ ლიდერობაზე აქვს გამახვილებული ყურადღება ან ისეთი პროდუქტის შექმნაზე, რომელიც დამანგრეველი იქნება, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათთვის მუშაობენ. ან ისინი ხშირად მახეში ებმებიან, ზედაპირულ კულტურას” ქმნიან, ღირებულებებს უჭერენ მხარს, მაგრამ სიტყვებით არ ამყარებენ.

იმ დროს, როდესაც უნარ-ჩვევების სწავლება და საზოგადოებასა და პატივისცემაზე საუბარი უფრო ადვილია, ნდობისა და ერთგულების ჩამოყალიბება (რაც გრძელვადიანი წარმატების გარანტიაა) დროსა და გააზრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს გუნდზე უნდა იზრუნოთ, ყურადღებით მოუსმინოთ მათ. საუბარია ისეთი სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე, როდესაც ყველა ბედნიერად გრძნობს თავს, თანამშრომლებთან ურთიერთობების დამყარებით, მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებით და მოქნილი სამუშაო პოლიტიკის შექმნით, რომელიც ამ პრინციპებს ასახავს.

დასკვნა: მთავარი ის არის, კომპანიის ზრდა თქვენი თვითმიზანი არ გახადოთ. პოზიცია იქონიეთ და შექმენით რაღაც ისეთი, რაც სამყაროს რაიმეს შესძენს. ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო ბიზნესის შესაქმნელად, რომელიც დიდხანს იარსებებს.

ნადელამ კარგად თქვა: ”ერთ-ერთი, რაც მაოცებს, ყველაფრის აღზევება და დაცემაა, ცივილიზაცია იქნება ეს, ოჯახი თუ კომპანიები”, – განაცხადა მან New York Times-თან ინტერვიუში. ”ყველამ ვიცით, რომ კომპანიების სიკვდილიანობა ადამიანების სიკვდილიანობაზე გაცილებით დაბალია. ასეთი მაგალითები ძალიან ცოტაა თუნდაც 100 წლიანი კომპანიების ისტორიაში. ჩვენ ვეძებთ, თუ როგორ უნდა გავხდეთ 100 წლის კომპანია, რომელშიც მუშაობა ადამიანებისთვის უზომოდ საინტერესო იქნება“.

entrepreneur.com




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up