ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გომისმთის დასახლება და მიენიჭა დაბის სტატუსი.გომისმთის ისტორიული უბანი მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მ სიმაღლეზე.
საკურორტო ადგილია, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები. ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს განსაკუთრებული სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების მქონე ბუნებრივ პირობებსაც.
გომისმთას დღემდე არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა მისი, როგორც კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს. სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა.
gbc.ge