გომის მთაზე უკანონო მშენებლობები შეჩერდა - სტატუსის მინიჭების შემდეგ გენერალური გეგმა უნდა დამტკიცდეს

გომის მთაზე უკანონო მშენებლობები შეჩერდა - სტატუსის მინიჭების შემდეგ გენერალური გეგმა უნდა დამტკიცდეს

access_time2020-07-23 10:00:53

 „სამწუხაროდ, მოქალაქეები არ  დაგველოდნენ და  თვითნებურად ააშენეს სახლები იქ სადაც  განაშენიანების  გეგმის  მიხედვით უნდა მომხდარიყო ზონირება. რა თქმა უნდა სწორად არ მოიქცნენ,  ჩვენ ზედამხედველობის  სამსახურთან ერთად ყველანაირი  ღონისძიება  ჩავატარეთ  მსგავსი საქციელების  წინააღმდეგ, მაგრამ მაინც  თვითნებურად  მოხდა ქაოტური მშენებლობები.  თვითნებურად არის  ბოძები  ჩარჭობილი იმისათვის,  რომ მონიშნოს  სააგარაკო  ადგილები,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განუცხადა.

 

გომის მთას ცოტა ხნის წინ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტულად მიმზიველი ადგილის უკანონო მშენებლობებისგან გათავისუფლებისა და მისი განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე ცოტა დრო დარჩა. გეგმის დამტკიცების გაჭიანურება იწვევს იმას, რომ ზონირება ვერ ხერხდება და ინვესტორები ამ ეტაპზე თავს იკავებენ კონკრეტული პროექტების განხორციელებისგან.

 

აღმოფხვრის თუ არა მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭება გომის მთაზე უკანონო მშენებლობებს და რა ტურისტულ პოტენციალს შექმნის რაჭის მოსახლეობისთვის გომის მთის ინფრასტრუქტურული მოწყობა? ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონტანტინე შარაშენიძემ „კომერსანტს“ განუმარტა, რომ წლების მანძილზე პრობლემური უკანონო მშენებლობები გომის მთაზე შეჩერებულია.

 

„განაშენიანების გენერალურ გეგმას, რომელსაც მუნიციპალიტეტი კარგი ხანია უკვე ფლობს, კორექტირება  სჭირდება, იმიტომ რომ რაღაცეები დაემატა.  რადგან უკვე  გომის მთას სტატუსი  მიენიჭა, შეიძლება  ყველაფერი  ისე გავაკეთოთ,  როგორც  წესი და  რიგია.


ახლა  მიმდინარეობს  საკუთრებების რეგისტრაციები, რაც ამდენ ხანს არ არსებობდა იმიტომ, რომ გომის მთას სტატუსი არ ჰქონდა და  შესაბამისად  არც  საკუთრების  მოწმობები იყო.   უკანონო მშენებლობები დღეის მდგომარეობით უკვე შეჩერებულია, ხოლო აშენებულ სახლებზე პასუხისმგებლობას აიღებს ეკონომიკის სამინისტრო და საჯარო  რეესტრის  ეროვნული ბიურო.



24 მილიონიანი დაფინანსებით 23 კილომეტრის სიგრძის გზა კეთდება, რაც  მნიშვნელოვნად  გააადვილებს და  კომფორტულს  გახდის გზაზე გადაადგილებას.   საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  დააფინანსა  24 მილიონით რამდენიმე დღეში გამოვლინდება გამარჯვებული,“ - განმარტავს კონსტანტინე შარაშენიძე.  


გომის მთა - საკურორტო ადგილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარეობს, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები. გომისმთაზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, პანდემიის გამო კი სურათი შეიცვალა და ადგილობრივი ფერმერებისთვის ცალკეული ხელშეწყობის პროგრამა შეიქმნა , ესაა მცირე მეწარმეების ბაზა საიდანაც  ადგილობრივ ვიზიტორებს საქართველოდან სთავაზობენ ადგილობრივ პროდუქტებს. ოზურგეთის მერიაში აღნიშნავენ, რომ  დაინტერესება ძალიან დიდია ტურისტული კომპანიების მხრიდან, თუმცა მიმზიდველი ინფრასტრუქტურისა და მშენებლობების კანონის ჩარჩოებში მოქცევას დრო სჭირდება.

 

„რა თქმა უნდა,  ძალიან დიდი  პერსპექტივა  არსებობს ამ მხარეში,  დაინტერესებულია  ძალიან ბევრი  ტურისტული კომპანია  თავიანთი  პროდუქტის  რეალიზაციით.  გზის  მშენებლობების  შემდეგ  უფრო  გამოიკვეთება პოტენციალი, დამტკიცდება განაშენიანების გეგმა და გამოჩნდება ადგილი, რომელიც მეტ ტურისტს მოიზიდავს.


ეს ყველაფერი ძალიან კარგია ადგილობრივებისთვის, რადგან ისინი თავიანთ პროდუქციას უკეთებენ რეალიზაციას და ორივე- ტურისტული და აგრობიზნესიც ორივე განვითარების მაღალ საფეხურებზე ავა,“  - აღნიშნა ოზურგეთის მერმა.  

 

გომის მთას დაბის სტატუსი მიმდინარე წლის მაისში მიენიჭა, შემდეგ კი მაღალმთიან დასახლებად გამოცხადდა. დაბის სტატუსის არქონა არ იძლეოდა გომის მთისთვის არც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და არც უკვე შემუშავებული გენგეგმის დამტკიცების შესაძლებლობას.


ამჟამად მუნიციპალიტეტი ელოდება საკრებულოსგან გენერალური გეგმის დამტკიცებას, რის შემდეგაც არსებობს ინვესტიციებისა და ტურისტული ნაკადის მოზიდვის პერსპექტივა.

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
გომის მთა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up