გომარდულს ახალი ინვესტორი ჰყავს - რატომ ჩაიშალა სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის გეგმა?!

გომარდულს ახალი ინვესტორი ჰყავს - რატომ ჩაიშალა სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის გეგმა?!

access_time2020-11-18 10:00:03

კურორტი გომარდული ველნეს რეზორტად იქცევა. შუახევში მდებარე გომარდული, რომელიც წლებია დაყადაღებულია და რომლის ქცევასაც მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტად გეგმავდა, დანიშნულებას იცვლის. მიზეზი კი ახალი ინვესტორის გეგმებია, რომელმაც სააქციო საზოგადოება „გომარდულისგან“ კურორტის ტერიტორია იჯარით აიღო და რომლის ინტერესებში ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობა სულაც არ მოიაზრება.  


„კომერსანტს“ კურორტის ახალი მმართველი უკრაინელი ევგენი ვოვკი გომარდულთან დაკავშირებულ გეგმებსა და პერსპექტივებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. პროფესიით მოცეკვავე ევგენი ვოვკი გომარდულში  პირველი Georgian Yoga Valley-ს გამაჯანსაღებელი რეზორტის მოწყობას აპირებს.


„მე მოცეკვავე ვარ, საქართველოში ჩამოვედი რათა მომეძებნა ადგილი კონტაქტური იმპროვიზაციის (იმპროვიზაციული ცეკვის სახეობა)  ფესტივალის ჩასატარებლად. მაშინ, 2018 წლის მაისში ჩინეთიდან იტალიაში მივემგზავრებოდი. ძალიან მომეწონა აქაურობა და სექტემბერში საცხოვრებლად ჩამოვედი. პირველი უხმო კონტაქტური ფესტივალი 2018 წლის ოქტომბერში ჩავატარეთ, მას მერე თბილისში  ცხოვრება და ცეკვის სწავლება დავიწყე. ახლა მცირე, მაგრამ სტაბილური ჯგუფი იკრიბება ღონისძიების ჩასატარებლად.


ფესტივალის გომარდულში ჩატარების შემდეგ, მფლობელებმა ამ ადგილის ყიდვა ან დაქირავება შემომთავაზეს, ასეც მოვიქეცი. ახლა  ეს პირველი და ერთადერთი სამედიტაციო რეკრეაციული ცენტრია საქართველოში. აქ არის კონტაქტური იმპროვიზაცია, თანამედროვე ცეკვები, იოგა, ქიკონგი (მედიტაციის სახეობა), მედიტაცია, ჩაის ცერემონია და ა.შ.“ - ამბობს ევგენი ვოვკი.


ინვესტორის თქმით, გომარდული ქვეყანაში პირველი სამედიტაციო რეკრეაციული სივრცე იქნება კონკრეტული სეგმენტისთვის, ვისაც დასვენება და სხეულისა და სულის გაჯანსაღება სურს. მისივე თქმით, ეს არ იქნება ლაქშერის მიმართულება და ფასები არ იქნება გათვლილი მხოლოდ უცხოელ მოგზაურებზე.


მე არ ვარ დაინტერესებული გომარდულში ზამთრის ტურიზმის განვითარებით. ჩემთვის ეს ადგილი მისი სიჩუმის გამოა შეუფასებელი.

 ეს უნდა იყოს გამაჯანსაღებელი რეზორტი, Georgian Yoga Valley, ოსტეოპატიის სკოლა. ამჟამად ამ ადგილს უფრო მეტი ფული მიაქვს, ვიდრე მოაქვს, მაგრამ მძიმე პერიოდში დავიწყეთ და ალბათ გადავრჩებით.

ამ მიმართულებით, ივნისიდან ვმუშაობთ, მაგრამ უფრო დიდი გეგმები გვაქვს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მეურნეობებს, მწარმოებლებს, ფერმერებს და ვყიდულობთ უმთავრესად ადგილობრივ პროდუქტს და ვქირაობთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, უკვე ჩვენი კონტინგეტის თითქმის მეოთხედი ადგილობრივებით დავასაქმეთ.

ძალიან ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი მწვანე ეკონომიკას და ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება. ამჟამად ჩვენი პროცედურები ხალხს უსაფრთხო გარემოს უქმნის ამ მძიმე პერიოდში.


რაც შეეხება ფასებს, ეს რეზორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, განვავითარებთ ინფრასტრუქტურულად, თუმცა ფუფუნება არ არის ჩვენი კონცეფცია,“ - განმარტავს ინვესტორი.

 

ამჟამად გომარდულზე ევგენი ვოვკის ხელმძღვანელობით Gomarduli Zen Garden-ი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივ ტურისტებს იღებს, როგორც მან აღნიშნა, მოგებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა მომავალი წლიდან რეზორტის განვითარების გეგმაზე აქტიური მუშაობა დაიწყება.  


ინვესტორის გამოჩენამდე, გომარდული განსაზღვრული იყო, როგორც მომავალი სამთო-სათხილამურო სპორტული ტურისტული ობიექტი. აჭარის ფინანსთა სამინისტრომ კი კოლოსალური თანხები გადაიხადა გერმანელების მიერ პროექტის შექმნისთვის. აჭარის სპორტული ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, რომელიც მსოფლიოში წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“ (PROPROJEKT) მოამზადა, რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო ადგილებად გომარდულთან ერთად, ქობულეთი და ბათუმი შეირჩა. აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი, შერჩეულ ტერიტორიებზე, პროფესიული და ელიტური საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობას ითვალისწინებდა, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი.


როგორც სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ დირექტორი ჯემალ დარჩიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს პროექტის მომზადებაში  200 000 ევრო ფუჭად დაიხარჯა.


პროექტი, რომელიც მომზადდა გერმანელების მერ და აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ამ პროექტში გადაიხადა 200 000 ევრო, ეს პროექტი აღგავა პირისაგან მიწისა -არ ჩანს არც პროექტანტი, არ არის კავშირში არც უკრაელთან. თუ არ ყავდათ ინვესტორი, პროექტ ვის მოუმზადეს და თუ ყავდათ, სად არის ეს ინვესტორი. კითხვა ჩნდება - ანუ 200 000 ევრო რაში დაიხარჯა?“ - ამბობს ჯემალ დარჩიძე.



კურორტი გომარდული წლების განმავლობაში დაყადაღებული იყო. ჯემალ დარჩიძე ამბობს, რომ ახალმა ინვესტორმა ვალის  გადახდის ვალდებულება აიღო, გაიწერა გეგმაც. მისი თქმით, საუბარი იყო საერთო ჯამში 60 000 ლარზე, რომელიც ეტაპობრივად დაიფარება.

ქონებას ყადაღა 2018 წელს მოეხსნა, ჩამოეწერა მილიონ სამასი ათას ლარამდე დავალიანებაც, თუმცა  პრობლემად დარჩა მიწის გადასახადი. გადასახადმა ათვლა თავიდან დაიწყო და თითქმის 60 000 ლარი გახდა. ხელახლა დაგროვილი დავალიანების გამო სააქციო საზოგადოება ისევ დააყადაღეს.


სააქციო საზოგადოების გადაწყვეტილებით,  კურორტი გომორდული იჯარით, 5 წლის ვადით, გადავეცით უკრაინელ ფიზიკურ პირს, ამ ეტაპზე კურორტს უკრაინელი განაგებს. თუ გარემოებამ შეუწყო ხელი, ინვესტიციასაც აპირებს, მაგრამ ახლა პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმის სფეროში სირთულეებია.  ამ ადამიანს თავისი ხედვები აქვს და იმედი აქვს, რომ იმუშავებს .

ამ უკრაინელმა ხელშეკრულების მიხედვით 5000 ევროს ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს ყოველწლიურად ინფარსტრქტურს მოსაწყობად. ამჟამად ორიენტირებულია მომავალ წელზე.  ახლა ვინ უნდა დაპატიჟოს, ვინ უნდა მოიწვიოს, როცა ფრენები არ არის?! - განმარტავს ჯემალ დარჩიძე.


 


კურორტ გომარდულში 5 საოჯახო ტიპის სახლი და ერთი კვების ობიექტია. ადგილზე აშენებულია სათხილამურო სკოლა და არის 300 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა. ''გომარდული'' 2011 წელს გაიხსნა, მუშაობდა 2012 წელსაც, ხოლო შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. გახსნიდან სამ წელიწადში, კურორტის მფლობელი სააქციო საზოგადოება „გომარდული“ ქონების გადასახადის გამო დააყადაღეს.


მარიამ მორგოშია


თეგები:
გომარდული



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up