„გომარდულმა“ უკვე მეორე სეზონი ჩააგდო – სათხილამური კურორტი პარალიზებულია

„გომარდულმა“ უკვე მეორე სეზონი ჩააგდო – სათხილამური კურორტი პარალიზებულია

person access_time2016-03-24 09:30:32

იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 4–სეზონიანი კურორტების განვითარებაზე მუშაობას აანონსებს, აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტი „გომარდული" გაჩერებულია. 


დღეს კურორტ „გომარდულში" აცხადებენ, რომ მათზე მთავრობის არცერთი დაპირება არ ვრცელდება. მათ შორის, არც მთის კანონი და არც კურორტების განვითარების კონცეფციები.


სააქციო საზოგადოება „გომარდულის" წარმომადგენელი ბადრი ქათამაძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ ყადაღის გამო სათხილამურო კურორტი გომარდული ტურისტებს უკვე 2 წელია ვერ იღებს და გაჩერებულია. „აჭარის ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი გვქონდა წერილები, ვითხოვდით და ვითხოვთ დაკისრებული დავალიანების ჩამოწერას, რომელიც ჯამში 500 000 ლარს შეადგენს. სამინისტროსგან მიღებული პასუხი კი ბუნდოვანია. ვერავინ პასუხისმგებლობას ვერ იღებს და კომპანიის ქონება კვლავ დაყადაღებულია. როგორც ჩანს ამ საკითხს აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრი დავით ბალაძე ბლოკავს"-აცხადებს ქათამაძე.


სს „გომარდულის" დირექტორი ჯემალ დარჩიძე გასულ წელს „კომერსანტთან" განმარტავდა, რომ შემოსავლების სამსახურმა აქციონერებს საბიუჯეტო დავალიანება დააკისრა მიწის გადასახადის სახით, 126 000 ლარის ოდენობით, რასაც 2011 წლის შეთანხმება არ ითვალისწინებდა.


დარჩიძე აცხადებდა, რომ 2011 წლის ივლისში მათ 57 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ მფლობელობაში. იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, სააქციო საზოგადოება „გომარდული" მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. თუმცა ორი წლის წინ დაკისრებული 126 000 ლარის ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდა.


დღეს ქათამაძე განმარატვს, რომ ახლანდელი მთავრობა სს „გომარდულს" 57 ჰექტარი მიწის ფართობში 500 000 ლარის გადახდას სთხოვს. „გამოდის, რომ 2011 წელს გადმოცემული ტერიტორიის ყიდვას გვთხოვს მთავრობა"-აცხადებს ქათამაძე.



მისივე ინფორმაციით, კურორტი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამ დროისთვის კურორტზე 5 სასტუმრო სახლი და რესტორანია. ჯამში კი შესაძლებელია 60 ვიზიტორის სტუმრობა. ქათამაძე აცხადებს, რომ კურორტზე ბათუმიდან ახლაც ადიან დამსვენებლები, თუმცა იმის გამო, რომ არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტები, გართობის საშუალებები, მათი რაოდენობა მცირეა.


„განვითარება აუცილებელია, თუმცა, ვერ ვითარდებით, ჩვენ სახელმწიფო მხარს არანაირად არ გვიჭერს, განსხვავებით „გოდერძის" კურორტისგან"-აცხადებს ქათამაძე.


მისი ინფორმაციით, კურორტ „გომარდულს" საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. მისი განვითარების შემთხვევაში კურორტი იქცევა საოჯახო ტიპის დასვენების ცენტრად, განსხვავებით კურორტ „გოდერძისგან", რომლითაც უფრო მეტად ექსტრემალური სპორტით დაკავებულები ინტერესდებიან.


„გომარდულზე ბევრად კარგი კლიმატია. ახლა აქ 40-50 სანტიმეტრი თოვლი დევს. გარდა ამისა, ბათუმიდან რომ ამოვიდეს მგზავრი 1.5 საათი უნდა, გოდერძიზე კი -ახლა ქარბუქი იქნება და იქ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ავა. ამ კუთხით გომარდული უსაფრთხოა. გოდერძის კურორტი უფრო ექსტრემალებისთვისააა და გომარდული საოჯახო დასვენებისთვის არის გათვლილი. გოდერძიზე ახლა თუ ახვალ, შეიძლება იქ ჩარჩე, რადგან უცბათ 3 მეტრი თოვლი მოვიდეს"-აცხადებს ქათამაძე.


გეგმავს თუ არა აჭარის ხელისუფლება კურორტ „გომარდულის" განვითარებას და რა პირობებით, ამის გარკვევა „კომერსანტმა" როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, ისე მხარის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროში სცადა.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საბჭოზე გაგზავნილი იქნა მოთხოვნა შპს "გომარდულის" მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე. საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურს გაეწია რეკომენდაცია შპს „გომარდულთან" გააფორმოს შეთანხმება დარიცხული მიწის გადასახადისა და მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავისგან გათავისუფლების თაობაზე.


სამინისტროს ინფორმაციით, გარდა მიწის გადასახადისა კომპანიას ერიცხება სხვა გადასახადებიც, რაზეც კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მას შემდეგ რაც მხარეებს შორის შეთანხმების აქტი გაფორმდება, კომპანიას მოეხსნება არსებული ყადაღა.



 



საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-23 10:59:33
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252...

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  უქმეებზე  ულიმიტო  ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-23 09:45:41
„სილქფესტი“ ორი დღით, 23 და 24 იანვარს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 4 აქციას შეთავაზებს: • ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო ინტერნეტი 14 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო სასაუბრო - 10 ლარად - 30 დღით- კომბინაციით *202# • პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up