Goldman Sachs: კიბერშეტევებისგან დაცვის კომპანიების აქციები ძვირდება

Goldman Sachs: კიბერშეტევებისგან დაცვის კომპანიების აქციები ძვირდება

access_time2021-05-13 20:00:24

7 მაისს ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მილსადენის Colonial Pipeline -ის მმართველი კომპანია მძლავრი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მისი მუშაობა დღესაც ბლოკირებულია.

 

ინციდენტმა საწვავით აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს 18 შტატის მომარაგებაში შეფერხებები შეიტანა, რის გამოც ფასები ბენზინზე და დიზელზე ამერიკაში გაიზარდა.

სავარაუდოდ, შეტევის შედეგები მალე აღმოიფხვრება და ის წარსულს ჩაბარდება, თუმცა, საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის ექსპერტთა აზრით, ეს შემთხვევა კიბერუსაფრთხოების დარგში მომუშავე კომპანიების აქციების ღირებულებაზე დადებითად აისახება.

 

პირველი კომპანია, რომელსაც ისინი კიბერშეტევის ბენეფიციარებს შორის ასახელებს, კალიფორნიული FireEye არის, რომელიც კიბერშეტევებისგან დამცავ პროგრამებს და აღჭურვილობას აწარმოებს. მას დღესაც ძალიან ბევრი კლიენტი ენერგეტიკის, კომუნიკაციის, ჯანდაცვის, ფინანსურ სექტორში და ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში ჰყავს.

 

FireEye-ს სპეციალისტები მილსადენზე მიტანილი იერიშის მოგერიებაშიც მონაწილეობდნენ, რის შემდეგაც, 10 მაისს, კომპანიის აქციები 4,6%-ით გაძვირდა.

 

დეკემბერში თავად კომპანიაც კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, რომლის უკანაც, სავარაუდოდ გარკვეული სახელმწიფო იდგა - Bloomberg-ის მონაცემებით, ჰაკერების სპონსორი რუსეთი იყო.

 

Goldman Sachs-ის ექსპერტის კეტრინ ტრებნიკის თქმით, FireEye-ს წარმატების საწინდარია თანამედროვე მსოფლიოში კიბერშეტევის პრობლემის მუდმივი აქტუალურობა - ბოლო თვეების მანძილზე კომპანიამ რამდენიმე გახმაურებულ საქმეში მონაწილეობა მიიღო. მათ შორის რუსი ჰაკერების მიერ Solarwinds-ზე შეტევის და აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურების ქსელებში შეღწევის მოგერიების ოპერაცია იყო.

 


უოლ-სტრიტი FireEye-ს შანსებს შედარებით მოკრძალებულად აფასებს - გამოკითხულ ანალიტიკოსთა შორის 6 მისი აქციების ყიდვის მომხრეა, 9 კლიენტებს მხოლოდ უკვე არსებული აქციათა პაკეტის შენარჩუნებას ურჩევს, ხოლო ერთი თვლის რომ FireEye-ს ფასიანი ქაღალდები უნდა გაიყიდოს.


Goldman Sachs-ში ასევე 3 კომპანია დაასახელეს, რომელთაც კიბერშეტევიდან ირიბი სარგებლის მიღება შეუძლიათ  - CrowdStrike, Palo Alto Networks და Tenable Holdings.

 

„ამ კომპანიებს კიბერშეტევებთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გადაწყვეტისთვის აუცილებელი პროდუქტები აქვთ, და კიბერშეტევა მათზე მოთხოვნას გაზრდის“ - მიიჩნევენ ბანკის ანალიტიკოსები.

Crowdstrike-ის სპეციალიზაციაა კიბერშეტევების მოგერიება და ქსელების უსაფრთხოება. ბოლო წლებში კომპანია რამდენიმე ხმაურიანი კიბერშეტევის გამოძიებაში მონაწილეობდა - კერძოდ 2014 წელს Sony -ს  ქსელის გატეხვა, და 2016 წელს  შეტევა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე.

 

ექსპერტების აზრით, კომპანიის აქციები უახლოესი 2-3 წლის მანძილზე 50%-ით გაძვირდება, რადგანაც მისი ტექნოლოგიები ამ დროისთვის საუკეთესოა თავის დარგში.

შემდეგი კომპანია Goldman Sachs-ის სიაში Palo Alto Networks-ია - მისი სპეციალიზაციაა ქსელური უსაფრთხოება, ჰაკერების იდენტიფიცირება, და გატეხილი სისტემიდან მონაცემთა გაჟონვის თავიდან აცილება.

 

ეს ასევე ხელოვნური ინტელექტის დარგშიც წარმატებით მუშაობს.  2020 წელს Palo Alto კიბერუსაფრთხოების ბაზარზე ლიდერი გახდა, და დაყიდვების კუთხით ცნობილი ტექნოლოგიურ გიგანტს Cisco-ს გაუსწრო.

 

და კიდევ ერთი ბენეფიციარი - Tenable Holdings, რომელიც აპლიკაციების, ფინანსების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის, ენერგეტიკის, და განათლების სექტორებში პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების დარგში მუშაობს. კომპანიას 30 000-ზე მეტი კლიენტი ჰყავს.

 

2021 წლის თებერვალში კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების დარგში ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპის Alsid-ის ყიდვას გეგმავს.

 

უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების უმრავლესობა Goldman Sachs-ის შეფასებებს იზიარებს, და მიიჩნევს, რომ კომპანიის აქციებს გაძვირების დიდი შანსი აქვს - ზრდის პოტენციალი 50%-ს შეადგენს.

  

rbc.ru

 

თენგიზ აბლოთია



თეგები:
goldman sachs



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up