გოგიტა თოდრაძე - 2020 წლის სექტემბრის თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 15-ჯერ შემცირდა

გოგიტა თოდრაძე - 2020 წლის სექტემბრის თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 15-ჯერ შემცირდა

access_time2020-10-30 14:10:46

2020 წლის სექტემბრის თვეში დაახლოებით 15-ჯერ შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ოპერატორების, ასევე, დაჯავშნის მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობა, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.



მისივე თქმით, კლების ტენდენცია შეინიშნება მშენებლობის, ასევე – ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სექტორებში.



„სასტუმროების და რესტორნების სექტორში შემოსავლების კლება ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან. დაახლოებით, 15-ჯერ შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ოპერატორების, ასევე, დაჯავშნის მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობა.



მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნება. ძირითადად, სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით როგორიცაა ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემის მონტაჟი.




კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, დასვენების და გართობის სექტორში, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებაა“, – განაცხადა თოდრაძემ.



ამასთან, სექტემბრის თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე საუბრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში, ასევე – საფინანსო სექტორში.



„დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდება თუჯის, ფოლადის, ფეროშენადნობებისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების მოცულობის მატებას. ასევე, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოების მოცულობის მატებას. 26%-ით გაიზარდა მანგანუმის ექსპორტის მაჩვეებელი. 33%-ით გაიზარდა მინერალური წყლების, ხოლო 14%-ით ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის მოცულობა.



დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვების ზრდასთან, ვაჭრობის დარგში ზრდა ძირითადად განაპირობა საცალო და საბითუმო ვაჭრობის დარგში ზრდამ. გაზრდილია ასევე ვაჭრობის მოცულობა ფარმაცევტული პროდუქტებით საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით და გარკვეული კატეგორიის სამშენებლო მასალებით.



საფინანსო სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდასთან. ტრანსპორტში კლება მეტწილად განაპირობა საჰაერო ტრანსპორტის შეზღუდულმა ფუნქციონირებამ და შესაბამისად, კლების ტენდენცია გამოვლინდა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებითაც, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორებში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.




1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up