გოგიტა თოდრაძე - 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3 200-მდე ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 4,4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს

გოგიტა თოდრაძე - 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3 200-მდე ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 4,4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს

access_time2020-09-30 15:00:00

2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3 200-მდე ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 4,4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება – მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის, დასვენების, ასევე ვაჭრობის სექტორებში. საქონლის ექსპორტი 2020 წლის აგვისტოში შემცირებულია 7,5 პროცენტით, 19,3 პროცენტით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება რვა თვის მონაცემებს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 15 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 18 პროცენტით. ექსპორტის შემცირებაზე ყველაზე მეტად გავლენა მოახდინა ორმა სასაქონლო ჯგუფმა. ეს გახლავთ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობის შემცირება და ასევე, ფეროშენადნობები. 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3 200-მდე ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 4,4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 6.9 მლრდ ლარია და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,4 პროცენტით არის შემცირებული“, – განაცხადა თოდრაძემ.

რაც შეეხება დარგობრივ ანალიზს, გოგიტა თოდრაძის თქმით, „მშენებლობის შექტორში კვლავ შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობების, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით“.

„აღსანიშნავია ისიც, რომ გაიზარდა გარკვეულწილად სამშენებლო მასალების, მათ შორის ცენენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი, შესაბამისად შვიდი პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი, ხოლო 21 პროცენტით ცემენტის და კლინკერის იმპორტი. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემცირება მეტწილად დაკავშირებული იყო საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მოერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შემცირებასთან. აგვისტოში 96 პროცენტით, თითქმის 25-ჯერ შემცირდა საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, მაშინ როდესაც, გასული წლის აგვისტოში აღნიშნული მაჩვენებელი მილიონ 85 ათასს აღემატებოდა, 2020 წლის აგვისტოში ეს არ აცდენია 45 000-ს.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია შემცირება გამოვლინდა ტურისტული სააგენროებისა და ტუროპერატორების საქმიანობის მიმართულებასთან და შესაბამისად, შემცირდა მათი ბრუნვის მოცულობის მაჩვენებელიც. ტრანსპორტის სექტორში კლება მეტწილად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან“, – განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, გართობის, დასვენების სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან.


„აღსანიშნავია, რომ ამ სეწტორში კლების მიზეზად გვევლინება ასევე სპორტის, გართობის, დასვენების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების მოცულობის შემცირება. ვაჭრობის სექტორში კლება ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებამ. 37 პროცენტით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. შემცირდა ასევე საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო, ტექნიკით, ავეჯით, ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით, სხვათა შორის შემცირდა ასევე ალკოჰოლური სასმელებით საბითუმო ვაჭრობა, რაზეც რასაკვირველია იმოქმედა ტურისტების რაოდენობის შემცირებამაც“, – განაცხადა თოდრაძემ.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up