გოგიტა ცუცქირიძე - ლარის კურსის დაწევა დროებითია და პანიკის საფუძველი არ არის

გოგიტა ცუცქირიძე - ლარის კურსის დაწევა დროებითია და პანიკის საფუძველი არ არის

access_time2018-08-10 18:55:00

ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ვალუტის რყევასთანდაკავშირებით ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორს გამორიცხავს.


„ვალუტის რყევაზე რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ბოლო პერიოდში გაზრდილია, როგორც ფულადი გზავნილები, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ექსპორტი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.


მისი განმარტებით, სავალუტო ბაზარზე რყევას საგარეო ან შიდა ეფექტი აქვს.


„ბოლო დღეებია, თურქული ლირა სერიოზულად უფასურდება. თურქეთი, კი მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ასევე, ბოლო პერიოდში რუსული რუბლის ვარდნაც ხდება, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორები, გარკვეულწილად, მოქმედებენ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.



ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დროებითი ხასიათისაა.


„უნდა გვესმოდეს, რომ არაკონვერტირებად ვალუტებს, როგორიც არის ლარი, მსგავს სიტუაციებში  ყოველთვის ახასიათებთ ნაკლებპროგნოზირებადობა და მსგავს რყევებს შესაძლოა, ჩვეულებრივი,  აჟიოტაჟური ხასიათი ჰქონდეს. არ მგონია, ეს რამე უარყოფით მოლოდინებთან იყოს მომავალში დაკავშირებული. ასეთი დროებითი ცვლილებები სავალუტო ბაზარზე არაკონვერტირებადი ვალუტების და მათ შორის, ლარისთვის, არის დამახასიათებელი. შესაბამისად, არაფერი საპანიკო აქ არ არის“, –  აცხადება გოგიტა ცუცქირიძე.


ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2.5339 ლარია. ევროს ოფიციალური კურსი 2.9061 ლარია.



TV1






“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა

“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა
access_time2019-01-24 12:40:07
„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მოხდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება.   როგორც „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე განმარტავს, პიცერიის გახსნის იდეა ბაზარზე პროდუქტის მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ამ პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში კი იდეა წარმატებული იქნება. მისივე თქმით იდეაზე...

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან ერთ წელში “ყვარელრემშენთან” სახელმწიფომ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან ერთ წელში “ყვარელრემშენთან” სახელმწიფომ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა
access_time2019-01-24 12:45:58
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, თუმცა ამ ხნის მანძილზე მეტროში არაფერი შეცვლილა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურის პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, რისთვისაც  უახლოეს მომავალში საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება. „სამხარაულის მიერ დაწუნებული იქნა ძველი პროექტი. ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების...


მსგავსი სიახლეები

up