გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურის გაერთიანება პირდაპირ კრიმინალური  გაერთიანებაა იმიტომ,  რომ ასეთი  ერთსულოვნება შესაძლებელია  მხოლოდ  იმ ადამინებს  შორის,  ვინც  კრიმინალით  და  დანაშაულით არიან  გაერთიანებულნი

გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურის გაერთიანება პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი

access_time2020-07-03 15:50:20

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ამ გაერთიანებაში შეკრებილნი, რომელიც ჩემი აზრით პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი. დღეს, პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ , - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ხაინდრავა საუბრობს იმ ეპითეტებზე, რომლითაც ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს მოიხსენიებდნენ, მათ შორის ბოკერიას მიერ ბურჯანაძის და მისი ოჯახის კორუფციის სახედ მოხსენიება და შალვა ნათელაშვილი, რომელიც ხაზარაძეს ყაჩაღს, კრიმინალს და ადამიანების მძარცველს უწოდებდა.


მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური რეალობა ძალიან მძიმეა იმიტომ , რომ არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები და არსებობენ ცალკეული სექტები, მარგინალურიჯგუფები,პიროვნებები, რომელთა გარშემოც გარკვეული ინტერესი შემოკრებილი. 


ხაინდრავა მიიჩნევს, რომ პოლიტიკის მეშვეობით მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია.



,,მე კარგად მახსოვს , რომ რა ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს. ბოკერიასთვის ბურჯანაძე დედიან-ბუდიანად რომ კორუფციის სახე იყო, ეს არა ერთხელ გაცხადებული აქვს ბოკერიას. მე ვარ დამსწრე იმ შეხვედრის, სადაც პირდაპირ აქვს ბურჯანაძისთვის ნათქვამი, რომ თქვენი ოჯახის კორუფცია და თქვენი მეუღლის კორუფცია საზოგადოდ ცნობილიაო. იგივე, შალიკო ნათელაშვილი, რასაც ის ლაპარაკობდა, მთელი ეპოპეა იყო ხაზარაძესთან მიმართებაში -ეს იყო ყაჩაღი, კრიმინალი, თაღლითი, ადამიანების მძარცველი და ასე შემდეგ. პოლიტიკური რეალობა ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები. არსებობენ ცალკეული სექტები, მარგინალური ჯგუფები, ცალკეული პიროვნებები, რომლის გარშემოც შემოკრებილია გარკვეული ინტერესი და როგორც წესი, ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ იმიტომ, რომ საიდან აქვთ დაფინანსება და რა დაფინანსებით ცხოვრობენ ეს „პოლიტიკური პარტიები“ კაციშვილმა არ იცის. ჩვენ, ვალდებულება გვაქვს სახელმწიფოს მიერ დადგენილი, რომ ვუხადოთ ფული სიცრუეში, სიყალბეში, ცილისწამებაში. განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ძალიან სახიფათო მოვლენამ, როგორიც არის მედიის გამოყენება. მედიას იყენებენ დღესაც. მაგალითად, წერეთელი - ყველამ იცის , რომ TV1-ის მფლობელი არის თაღლითი, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ხაზარაძეც და ჯაფარიძეც ფიგურირებენ და ამ ფონზე ჩვენ, სასამართლოს ეზოში შექმნილი პოლიტიკური პარტიის მოწმენი გავხდით, ასეთი პრეცენდენტი არ ახსოვს მსოფლიოს. ყველა მოტივით ხდებოდა პოლიტიკური პარტიების შექმნა, მაგრამ სასამართლოს ეზოში რომ შექმნილიყო პოლიტიკური პარტია , ასეთი რამე მე არ მახსოვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია პოლიტიკას ამოფარებამ, მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ პოლიტიკის მეშვეობით და არა მართლმსაჯულების და სიმართლის დამტკიცებით. ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ლოიალობა საზოგადოებაში უნდა მოიპოვო სიმართლით და არა პოლიტიკის გამოყენებით.


ის ჯამი კრიმინალის, კორუფციის და რაღაც თაღლითობის, რაც ერთად არის თავმოყრილი დღეს და ამის სიმბოლო სისხლის, ბოროტების არის ჟორიკა რურუა, ერთად უპირისპირდება ყველაფერ დანარჩენს, რაც საქართველოში არსებობს. სასარგებლოდ. ჩემი აზრით გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, გუშინწინდელი დღის ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ დღეს აი ამ პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები, რაც სრულიად დაუშვებელია და რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქადის“,- აცხადებს გოგა ხაინდრავა.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up