გოდერძის კურორტზე საინვესტიციო ფორუმი 2 აპრილს გაიმართება

გოდერძის კურორტზე საინვესტიციო ფორუმი 2 აპრილს გაიმართება

person access_time2016-03-30 09:50:53

გოდერძის კურორტზე საინვესტიციო ფორუმი 2 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა „კომერსანტთან" განაცხადა. 

 

მისი თქმით, სწორედ ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ კურორტით დაინტერესდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები.


აღსანიშნავია, რომ ფორუმი თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ცუდი ამინდების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა.


ონოფრიშვილის განცხადებით, ფორუმი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები მიიღებენ. მისი თქმით, თარიღი შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროსთან და თუ ამინდი საგრძნობლად არ გაუარესდა, აღარაფერი შეიცვლება.

 

მისივე განცხადებით, აუცილებელია მოხდეს კურორტის პოტენციალის გაცნობა, ასევე იმის ჩვენება, თუ რა გააკეთა სახელმწიფომ კურორტის განვითარებისთვის და რა დახმარებას გაუწევს ის კერძო სექტორს იმ შემთხვევაში, თუ „გოდერძის" კურორტში ინვესტირებას განახორციელებენ.



ონოფრიშვილი მიმდინარე წლის დასაწყისში „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ მაღალმთიანი აჭარის კურორტზე ინვესტიციების განხორციელებას მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც დაეხმარებოდა.

 

„პრემიერმინისტრის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხულო-ზარმის გზის რეაბილიტაციის პროექტზე. სამინისტროსგან ველოდებით დასტურს და ვიმედოვნებთ, რომ გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. კურორტზე რეალურად გზის ეს მონაკვეთი ქმნის პრობლემას. რეაბილიტირების შემდეგ, ინვესტორების მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული პროექტით, ზამთარში აღარ დაიკეტება ახალციხის მიმართულება და კურორტზე თბილისელებიც 3.5 საათში შეძლებენ მოხვედრას,"-აცხადებდა ონოფრიშვილი.


მისი ინფორმაციით, გოდერძის კურორტზე იმაზე მეტი დამსვენებელი ჩავიდა, ვიდრე გეგმაში იყო.


კურორტი გოდერძი 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. კურორტი გათვლილია დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობაზე, ასევე, უცხოელ ტურისტებზე.


კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი. კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარით დაფინანსდა. გარდა ამისა, საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10.9 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხია გამოყოფილი.

 

საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.



„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up