გოცირიძე - პარლამენტი მიიღებს 3 კანონს, რომელთაც შეიძლება ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი ვუწოდოთ

გოცირიძე - პარლამენტი მიიღებს 3 კანონს, რომელთაც შეიძლება ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი ვუწოდოთ

access_time2020-07-13 12:36:41

"დღეს და ხვალ, ე.წ. დაჩქარებული წესით, პარლამენტი მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელშ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე წერს. კონმერსანტი დეპუტატის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

დღეს და ხვალ, ე.წ. დაჩქარებული წესით, პარლამენტი მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ.

ესენია:

-ცვლილებები კონკურნციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას;

 

-ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე;

 

-ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის ( 5 პროცენტზე მეტის) გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების ( სემეკი) ნებართვის გარეშე.


 

სამივე კანონი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას.

 

ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას ( წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტი წყვეტს მუშაობას).

 

ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა.

 

P.S. ორი კანონის, კომუნიკაციების და ენერგეტიკის მიღების მაპროვოცირებელი იყო ”კაუკასუს ონლაინის” ( ხვიჩა მაქაცარია) მიერ საკუთარი წილის 49 პროცენტის კანონდარღვევით მიყიდვა ოფშორულ კომპანიაზე, რომლის უკანაც დგას ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ( ცნობილი ე. წ. ”პანამური დოსიედან”).

ამ კანონების მიღების მოტივი ასევე არის თბილგაზის ( აქაც ხვიჩა მაქაცარია ანუ კალაძე) ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესაძლო გასხვისება იმავე მეთოდით, როგორც ეს მოხდა ”კაუკასუსის” დროს.

ეს კანონები შიდა სახელისუფლებო კლანების ბრძოლის ამსახველიცაა.

მიზანი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ შესრულების გზები ცუდი. ამიტომ, სამწუხაროდ ამ კლანურ ბრძოლაში ძალაუნებურად გვიწევს დავიჭიროთ კალაძე-მაქაცარია-რუხაძე-რამიშვილი-ჯოხთაბერის და კომპანიის მხარი, ვეწინააღმდეგებით რა ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვას და კანონების მიღებას აღნიშნული ფორმით. ამავე დროს, არც ის გვინდა რომ გამეორდეს, როცა ”როსნეფტმა” კანონდარღვევით შეიძინა ფოთის ტერმინალი და შერჩა ხახვივით.

რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ბექაურს, რომელიც არის კომუნიკაციების და მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტების ინიციატორი და რომელმაც ორი ფრონტი გახსნა-ბიზნეს-ბობოლებისა და მედიის წინააღმდეგ, მოუვიდა ბრიყვული შეცდომა. ახლა კი მოხსნა დღის წესრიგიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მაგრამ უკვე გვიანაა. საშინელი რისხვა დაატყდა თავს და სავსებით სამართლიანად. მის მიერ ინიცირებულ კანონებს, კარგიც რომ იყოს, ნდობა მაინც არ ექნება მრავალ გარემოებათა გამო.

ასე ვართ გაჩხერილები სხვების ომში და ვცდილობთ ნაკლები ზინი მიადგეს ქვეყანას. ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, სამწუხაროდ, ეს ძალიან ძნელია“, - წერს გოცირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up