გოცირიძე: ეკონომიკის მინისტრზე ვერ იტყვი ინტრიგანი ან კორუმპირებულია

გოცირიძე: ეკონომიკის მინისტრზე ვერ იტყვი ინტრიგანი ან კორუმპირებულია

access_time2019-03-23 14:49:33

ეკონომიკის მინისტრზე ვერ იტყვი ინტრიგანი ან კორუმპირებულია-ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრი გიროგი ქობულიას.


“გაგიკვირდებათ ეკონომიკის მინისტრი რომ დავიცვა? რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც უნდა დავიცვა.
ერთდროულად სამი ახალი მინისტრის-ფინანსთა, ეკონომიკის და განათლების მინისტრების დანიშვნა იყო შეცდომა. არ იყვნენ მზად პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად.

ეკონომიკის მინისტრი ვერ ერკვეოდა ადგილობრივ ვითარებაში, სრულიად გამოუცდელი იყო პოლიტიკაში და მისადმი ნდობას ამცირებდა რუსეთში მრავალწლიანი საქმიანობის და ცხოვრების ფაქტი. ისე წავა, ბოლომდე ვერც მიხვდება სად მოხვდა, ვისთან მოხვდა და რატომ მოხვდა.


მიუხედავად მისი და უფრო მეტად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენს მიერ მკაცრი კრიტიკისა, მასზე ვერ იტყვი, რომ ინტრიგანია, კორუმპირებულია და როგორც ამბობენ, ეურჩება კიდევაც ივანიშვილის ბიზნესკლანის სურვილებს. უნდათ საკუთარი(და ივანიშვილის) ინტერესების უსიტყვოდ შემსრულებელი დასვან.
ფინანსთა და განათლების მინისტრები პირიქით, კარგად ჩაეწერნენ საჭირო სქემაში, მაგრამ მათაც დიდი
დღე არ უწერიათ სხვა მიზეზების გამო.

ისე, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება. საბოლოოდ, შუშის სასახლის თეზისების გამტარებლები იქნებიან”, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.



თეგები:
გოცირიძე



არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...


მსგავსი სიახლეები

up