რამდენად მიჰყვება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ტენდენციებს

რამდენად მიჰყვება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ტენდენციებს

access_time2021-10-17 14:00:54

სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ტრას-სასაზღვრო მოძრაობის ეფექტიან უზრუნველყოფაზე. შესაფერისი უნარ-ჩვევების მქონე მემანქანეების მოძიებაში ერთ-ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს დანიშნულების ქვეყნებში მატარებლების მემანქანეების მიმართ მოთხოვნა ენის ცოდნასთან დაკავშირებით B1 დონეზე. აღნიშნული დაბრკოლების დაძლევის მიზნით, რკინიგზების საერთაშორისო კავშირმა UIC და ასოციაციამ RNE 2019 წლის 1 დეკემბერს წამოიწყეს პროექტი Translate4Rail. აღნიშნული პროექტის დაფინანსება ხორციელდება ევროპის კავშირის ფონდიდან Shift2Rail. რატომ არის აუცილებელი რკინიგზის მუშაკთა გადამზადება და ენის შესწავლა, "კომერსანტს" "პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბში" აუხსნეს.


"პროექტი Translate4Rail განხორციელდება 24 თვის განმავლობაში, 2021 წლის 30 ნოემბრამდე. ევროპის კომისიის მონაცემებით, პროექტის მთავარი მიზანია „გაიზარდოს ტვირთნაკადების მოცულობა საზღვრების გადაკვეთით, ამაღლდეს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის დონე და სარკინიგზო ტრანსპორტის კონკურენტუნარიანობა. შეიმუშავეს კომპონენტის language tool პროტოტიპი, რომლის დახმარებით მემანქანეები და სამატარებლო დისპეტჩერები, ტრანს-სასაზღვრო მოძრაობის დროს, ერთმანეთს უკავშირდებიან ჩვეულებრივ და საავარიო შემთხვევებში, თუნდაც ისინი არ საუბრობდნენ ერთი და იმავე ენაზე. მოდული Translate4Rail მემანქანეებს და სამატარებლო დისპეტჩერებს უზრუნველყოფს სტანდარტული შეტყობინებების ნაკრებით (predefined messages - PDM), რომელიც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს კომუნიკაციის დროს ყველანაირ სამუშაო სიტუაციაში. ლაბორატორიის პირობებში საყოველთაო გამოცდის შემდეგ, Translate4Rail-ის გუნდმა დაიწყო პროტოტიპის საველე გამოცდები რეალურ პირობებში. პროექტის Translate4Rail განხორციელებაში მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შედეგი იტალიასა და ავსტრიას შორის საზღვარზე. გასულ თვეს ორივე ქვეყნის მემანქანეებმა და დისპეტჩერებმა პრაქტიკაში გამოსცადეს თარგმნის სისტემის პროტოტიპი. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, რადგან დადასტურდა კომპონენტის Language Tool უსაფრთხო მუშაობა. მემანქანემ და სამატარებლო დისპეტჩერმა მოახერხეს ერთმანეთთან კუმინკაცია სტანდარტული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით. სისტემის გამოცდაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა ორი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანიიდან - Rete Ferroviaria Italiana (RFI - იტალია) და ÖBB Infra (ავსტრია) - და ოთხი სარკინიგზო კომპანიიდან: DB Cargo Italy, Lokomotion, Rail Cargo Austria და Rail Traction Company. გამოცდა დაიწყო იტალიაში 30 ივნისს, უბანზე „თარვიზიო - პონტება“ (Tarvisio-Pontebba), და გაგრძელდა ავსტრიაში 1 ივლისს, უბანზე „არნოლდშტაინი - ფილახი“ (Arnoldstein-Villach), სადაც გამოცდა ჩაუტარდა სხვადასხვა მოდულებს. გამოცდები ჩატარდა ორ რეჟიმში: ‘standstill’ და ‘running’ („გაჩერება“ და „მოძრაობა“). Translate4Rail-ის Language Tool-ის განვითარება, სტანდარტული შეტყობინებების ნაკრების (predefined messages - PDM) ბაზის გამოყენებით, აწი გადავა შემდეგ ეტაპზე. დამუშავებული იქნება მემანქანეების და დისპეტჩერების შენიშვნები სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით, მისი ერგონომიკა (პლანშეტის გამოყენება) და დაზუსტდება ყოველდღიური მუშაობის ნიუანსები, - გვიხსნის "პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" პრეზიდენტი დავით გოჩავა და იქვე განმარტავს, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს რკინიგზაში. 

"ცხადია, ჩვენ შორს ვართ ჯერ ტრანს-სასაზღვრო სარკინიგზო მოძრაობის განხორციელებიდან. ჩვენ ჩაკეტილები ვართ ფოთიდან გარდაბნამდე, გარდაბნიდან - ახალქალაქამდე, სადახლოდან - ბათუმამდე და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი რკინიგზის ფარგლებში ვმოძრაობთ, მაგრამ დღეს იქნება თუ ხვალ, მოგვიწევს საერთაშორისო გადაზიდვების უზრუნველყოფა უკვე ჩვენი გადამზიდავების მეშვეობით, ჩვენი ლოკომოტივებით და ჩვენი მემანქანეებით... ასეთია განვითარების ლოგიკა, რომელიც სულ ცალ ფეხზე კიდია „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობას. არადა საქართველო ჩართულია შუა დერეფნის პროექტში, რაც არის საუკეთესო შანსი ქვეყანამ ნახოს დიდი ეკონომიკური სარგებელი. მე აქ ორ გამოწვევას ვხედავ: 1) აუცილებელია „შუა დერეფნის“ საქართველოზე გამავალი მონაკვეთის მოდერნიზაცია; ის მდგომარეობა, რაც ახლა „ბაქო - თბილისი - ყარსის“ საქართველოს უბანზეა, არის სამარცხვინო, სრულიად შეუფერებელი იმ ქვეყნისთვის, რომელიც პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე როგორც სატრანზიტო ქვეყანა - ჩვენ, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს გავიჭედებით; 2) „საქართველოს რკინიგზაში“ აუცილებლად უნდა შეიქმნას რკინიგზის მშენებლობის მობილური რაზმი, ბრიგადა, დანაყოფი, რაც გინდათ, ის უწოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა; რატომ? იმიტომ რომ მან მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სარკინიგზო ხაზის „დოსტიკი - მოინტი“ მშენებლობა. რეგიონში თითქმის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს სარკინიგზო მშენებლობები, და მათში მონაწილეობა აამაღლებდა საქართველოს რკინიგზის მომუშავეთა კვალიფიკაციას, უნარ-ჩვევებს და ა.შ," - განუცხადა სარკინიგზო საკითხების ექსპერტმა "კომერსანტს". 

ცნობისთვის, საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯაჭვში უკონკურენტო მოთამაშედ აქცევს ორო პროექტის სრულფასოვნად ამოქმედება. ესააა ანაკლიის პორტი და ახალქალაქის საყრდენი ლოგისტიკური ცენტრის მოწყობა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე. 

იმისთვის რომ გაიგოთ, რა არის საქართველოს ორი შეცდომა, რომელიც, ეკონომკურ ზარალიანობასთან ერთად, ასუსტებს რეგიონში მის როლს, იკითხეთ კომერსანტი.  აქვე შეიტყობთ, რა შემთხვევაში გახდება ჩვენი ქვეყანა საერთასორისო ლოგისტიკაში ანგარიშგასაწევი მოთამაშე,  აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალებს, როგორ აზარალებს ქვეყანას ინერტული სარკინიგზო პოლიტიკა და რით აზარალებს საქართველოს ლოგისტიკური სტრატეგიის არქონა

ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up